დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ეუთომ საქართველოში 2020 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია გახსნა 25.09.2020 17:22

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების უფლებების ოფისი (ODIHR)  საქართველოში, სააჩევნოდ სადამკვირვებლო მისიას ხსნის - ამის შესახებ, ინფორმაციას თავად ეუთო ავრცელებს.

სადამკვირვებლო მისია ელჩ ჯილეინ სტირკის ხელმძღვანელობით  13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება.

დამკვირვებლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირველი ოქტომბრიდან გადანაწილდებიან.

ამასთან, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი გეგმავს მოითხოვოს ეუთოს წევრი ქვეყნებისგან 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლა უშუალოდ არჩევნების დღემდე რამდენიმე დღით ადრე.

არჩევნების დღეს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისია, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეებთან ერთად მონიტორინგს გაუწევს საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურას, ბიულეტენების დათვლას და შედეგების შეჯამებას.

მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას როგორც ეუთოს ვალდებულებებსა და სხვა საერთაშორისო მოვალეობებთან, ასევე დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან. დამკვირვებლები თვალყურს მიადევნებენ საარჩევნო პროცესის ფუნდამენტურ ასპექტებს – კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებასა და საარჩევნო დავების გადაწყვეტას. მისი ასევე შეაფასებს საარჩევნო კამპანიის გაშუქებას მედიაში.

არჩევნების დღეს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისია (ODIHR EOM), ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეებთან ერთად მონიტორინგს გაუწევს საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურას, ბიულეტენების დათვლასა და შედეგების შეჯამებას.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები