დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

უსასყიდლოდ მითვისებული ბუნებრივი რესურსი - რას გულისხმობს ნამახვანჰესის „კაბალური ხელშეკრულება“ 04.03.2021 17:23

„ნამახვანჰესის“ პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნათელია, რომ პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ, შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს,- ამის შესახებ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

 

EMC-ი "ნამახვანჰესთანდაკავშირებით დადებული ხელშეკრულების შესახებ ანალიზსს ავრცელებს.

 

ცენტრის შეფასებით, ხელშეკრულებიდან ჩანს, რომ სახელმწიფოს მიერ კომპანიისათვის მიცემული არაერთი გარანტია და მხარდაჭერის პირობა, რამაც შესაძლებელი გახადა კანონმდებლობის მკაცრი მოთხოვნების გვერდის ავლით და ფორსირებულად, როგორც ძირითადი ნებართვების მიღების, ასევე მშენებლობის პროცესის დაწყება.


ხელშეკრულების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანია საქართველოს ბუნებრივ რესურსს ფაქტობრივად უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს ვალდებულებას, ენერგიის რეალიზება მოხდეს შიდა ბაზარზე, რაც აბათილებს ქვეყნის ენერგო-უსაფრთხოების თუ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტებსაც კი.


ეკონომიკის სამინისტრო დიდი ხნის განმავლობაში არ ასაჯაროვებდა ამ ხელშეკრულებას. ის მხოლოდ 2021 წლის 7 თებერვალს გასაჯაროვდა, როცა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-მა დოკუმენტის ნაწილი მოიპოვა და გამოაქვეყნა.


EMC მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმება მნიშვნელოვანი რისკების შემცველია, რამდენადაც ის არსებითად თმობს სახელმწიფო ინტერესებს კერძო კომპანიის სასარგებლოდ, რაცნამახვანჰესისმშენებლობით გამოწვეულ მნიშვნელოვან ზიანთან და საფრთხეებთან ერთად, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის ეკონომიკურ სარგებლიანობას და როლს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში“,- აღნიშნულია ანალიზში.

 

ხელშეკრულების მიხედვითკომპანიისათვის გადაცემული დაახლოებით 600 ჰა-მდე  მიწის გარდა, მთავრობა ვალდებულია 1 ლარად გადასცეს კომპანიას სხვასაჭირო მიწის ნაკვეთებიც”, მაშინაც კი თუ მიწას აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი, რიონის ხეობის, რაჭა-ლეჩხუმისა თუ იმერეთის ფარგლებში.


ხელშეკრულების მიხედვითკომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს არა მხოლოდ რიონის და მისი შენაკადების, არამედ ასევე მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსი.

 

(EMC-ის ანალიზი ვრცლად იხილეთ ბმულზე)

 

აღნიშნულ ხელშეკრულებას ჯორჯიან თაიმსთან ენერგეტიკის ექსპერტი გიორგი ჭაღიაშვილი გამოეხმაურა:

 

-      ეს არის ცალმხრივად გაფორმებული ხელშეკრულება. არ ვიცი, ვის მოუვიდა თავში ასეთი ხელშეკრულების დადება. მსოფლიო ბანკმა 2 წლის წინ გამოაქვეყნა დასკვნა, რომ ხელშეკრულება მოითხოვს გადახედვას, რადგან, პროექტი ავტომატურად  წამგებიანი იქნებაო. რეკომენდაცია იყო გაცემული, რომ ეს მემორანდუმი  გადახედილიყო და ახალი ხელშეკრულება დადებულიყო, რაც, ფაქტია, - არ გაკეთდა


ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტში გაწერილია, რომ სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად  შეისყიდოს ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რომელიც, ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება.

 

15 წლის შემდეგ, 6.2 ცენტი შეიძლება გახდეს 40 ცენტი, ლარის დევალვაციის ფონზე რომ ავიღოთ, სემეკსაც კი არ აქვს ეს ტარიფი გათვალისწინებული, გამოდის ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს დაფარვა. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს წამგებიანია

 

რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს,  იქ უამრავი პრობლემაა, მათ შორის, ის, რომ სავარაუდო პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა. დღეს მშენებლობის განხორციელება რომ დაიწყეს, პროექტი ფაქტობრივად არ აქვთ. არ ვიცით რას აშენებენრა სიმაღლის იქნება დამბა, ან რა ტერიტორიას დატბორავს. თანაც,  2 კასკადი შენდება


ერთადერთი პლუსი, რაც შეიძლება ჰქონდეს, ეს არის ის მოცულობა, ანუ  ერთნახევარი მილიარდი კილოვატსაათი წელიწადში, რომელი თითქოსდა ქვეყანაში დარჩება. ეს კაბალური ხელშეკრულებაა“, -აცხადებს გიორგი ჭაღიაშვილი.


დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტია და ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ.


ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია, პროგნოზები, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებით არსებობს, არის ის, რომ ყოველ წელს მინიმუმ საშუალოდ, 100 მეგავატი სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხორციელდება. აქ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი. ამისთვის აუცილებელია მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია, რომ პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს“, -განაცხადა ღარიბაშვილმა.


ექსპერტ გიორგი ჭაღიაშვილის განმარტებით, კი ყოველწლიურად 100 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობის შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან ქვეყანაში ტექნიკური და ეკონომიკური შეფასებები არ არის განხორციელებული.

 

ნაკლებად მჯერა, რომ ღარიბაშვილი ამ სიტუაციას შეცვლის. აქ ისევ საზოგადოებრივმა პროტესტმა და წინააღმდეგობამ უნდა იმოქმედოს დადებითად და დისკომფორტი უნდა შეუქმნას ინვესტორს, რომ მშენებლობების  ტემპი შენელდეს.  შემდეგ რამე თუ შეიცვალა, იქნებ და მობეზრდეს ამ კომპანიას  დისჰარმონიაში ყოფნა და გავიდეს არეალიდან. მითუმეტეს, ვიცით, რომენკამუკვე ჩაიდინა გარკვეული დანაშაული  და ფინანსური ზარალი მოგვაყენა  შუახევჰესის მშენებლობის.


აბსოლუტურად ყველაფერი, რაც შენდება  ქვეყანაში,  ეკონომიკური მოგების თვალსაზრისითაა  და არ არის გაწერილი გრძელვადიან პერსპექტივაში.  


ოქროს შუალედი და  გადაწყვეტილების სწორხაზოვანი მიღების უნარი არ გვაქვს, რადგან, კვალიფიკაცია გვაკლია.  ვისაც რა მოუნდება, იმას აკეთებსსამწუხაროდ, პროფესიონალებისგან არის დაცლილი ეს სფერო და მხოლოდ ეკონომისტები და პოლიტიკოსები განაგებენ მსგავს დიდ პროექტებს,- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში გიორგი ჭაღიაშვილი.

 

აღნიშნულ ხელშეკრულებას ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, ასეთი ღალატი სერგო ორჯონიკიძის შემდეგ არ ახსოვს საქართველოს.

 

"ენკასთან დადებულ ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი გიორგი გახარია, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი უნდა გასამართლდნენ მთელი სიმკაცრით!


დღეს გასაჯაროვდა თურქულ კომპანია ენკასთან, ნამოხვანჰესის ასაშენებლად დადებული ხელშეკრულება!"- წერს ის.  (აღნიშნული პოსტი იხილეთ ვრცლად.)

 

/ ნინო ოთარაშვილი /

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები