დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

უცხოური პრესა ირან-ჩინეთის ურთიერთობების შესახებ 15.07.2020 12:18

თურქული გაზეთ „მილიეთ“-ის Milliyet») დღევანდელი ნომერში ყურადღება ეთმობა მეზობელ ქვეყნებთან დამოკიდებულებას, კერძოდ, ირანთან: გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ირან-ჩინეთის ურთიერთობების შესახებ“.


 „დღეისათვის თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში არიან საკითხები, რომლებიც საზოგადოების ყურადღებას იპყრობს. მათი ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია - კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა, სირიისა და ლიბიის პრობლემები, ერაყთან დამოკიდებულება, წმინდა სოფიას ტაძრის სტატუსის შეცვლა და ბევრი სხვა... მაგრამ მათ გარდა ისეთი მოვლენებიც ხდება, რომლებიც ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება“, - წერს ავტორი, პოლიტიკური მიმოხილველი ნიჰათ ალი ოზჯანი.


„მათგან ერთ-ერთია ჩვენი მეზობლის - ირანის ურთიერთობა ჩინეთთან. განა ვინმემ მიაქცია ყურადღება ინფორმაციას, რომლის მიხედვით, უკვე დასრულდა თეირანისა და პეკინის მოლაპარაკება ირანის ეკონომიკაში 400 მილიარდი დოლარის ინვესტირების მიზნით? ინვესტირება ყველა სფეროს მოიცავს - პოლიტიკას, ეკონომიკას, კულტურას, თავდაცვას...


სტრატეგიული თვალსაზრისით, ირან-ჩინეთის შეთანხმებაზე ხელმოწერა იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის პოლიტიკა ირანის მიმართ კრახს განიცდის. ჩინეთი აქტიურად ერევა რეგიონში და სიტუაცია ვაშინგტონის საწინააღმდეგოდ იცვლება.


ჩინეთ-ირანის ურთიერთობის განმტკიცება-გაფართოების პროგნოზირების დროს აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო შედეგებიც. ამჟამად ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევა ძნელი იქნება და თუ მართლაც შეიცვლება პრეზიდენტი, ანუ ტრამპს არ აირჩევენ, ეს ნიჩნავს, რომ ირანისა და მთლიანად რეგიონისათვის ახალი რისკები გაჩნდება... რომელთა განეიტრალებას, ალბათ, ჩინეთიც თავის თავზე აიღებს“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.


წყარო: https://www.milliyet.com.tr/yazarlar/nihat-ali-ozcan/cin-iran-iliskilerine-dair-6258767

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები