დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

უცხოური პრესა - ვლადიმერ პუტინის განგსტერულ რეჟიმს არსებობისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება 26.11.2020 12:49

 

ბრიტანულ გაზეთ „თაიმს“-ში («The Times») 25 ნოემბერს გამოქვეყნდა სტატია ერთობ „შთამბეჭდავი“ სათაურით „ვლადიმერ პუტინის განგსტერულ რეჟიმს არსებობისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება“, რომელშიც განხილულია რუსეთის ხელისუფლების დღევანდელი მდგომარეობა: პრეზიდენტის ძალა და გავლენა ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ სულ უფრო მცირდება, კრიზისული სიმპტომები ძლიერდება.. (ავტორი - როჯერ ბოისი).

 

„როცა მოსკოველმა ანალიტიკოსებმა ვლადიმერ პუტინი გააფრთხილეს, რომ აშშ-ის ახალი დემოკრატი სავარაუდო ლიდერი ჯოზეფ ბაიდენი ბევრ საკითხში თავისი წინამორბედის - ბარაკ ობამას პოლიტიკას გააგრძელებსო, რუსეთის ლიდერს, უეჭველია, გული ცუდად გაუხდა. 68 წლის ვლადიმერ პუტინი დღეს მარტოდმარტო ცხოვრობს სტერილურ რეზიდენციაში მოსკოვთან ახლოს. მასთან მისვლა, კოვიდ-19-ის გამო, მხოლოდ სქელი პლასტიკური გვირაბით არის შესაძლებელი, სტუმრებს კი მადეზინფიცირებელ ნივთიერებას ასხურებენ. რუსეთის პრეზიდენტი დღეს ისე გამოიყურება, რომ თითქოსდა მზად აღარ არის კიდევ ერთი  მორიგი  შეტაკებისათვის საერთაშორისო ლიდერობის მოსაპოვებლად. ვლადიმერ პუტინს და ბარაკ ობამას ერთმანეთი არ მოსწონდათ, ახლა კი რუსმა ლიდერმა, როგორც ჩანს, თავისი რესურსები უკვე ამოწურა და მას ძალა აღარ ეყოფა აშშ-სთან მორიგი დაპირისპირებისათვის“, - წერს „თაიმსი“.


ბოლო 20 წლის განმავლობაში მუდამ აქტუალურია კითხვა: დარცება ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის პოსტზე თუ წავა? და თუ იგი წასვლას აპირებს, როდის და რა პირობებით? გაყალბებულად ჩატარებულმა საკონსტიტუციო რეფერენდუმმა ვლადიმერ პუტინს გზა გაუხსნა იმისთვის, რომ მისი კანდიდატურა კიდევ ორი ვადით - 2024 და 2030 წლებში - იქნეს წარდგენილი პრეზიდენტის პოსტზე. და იგი ამას გააკეთებს და გაიმარჯვებს, მაშინ პუტინი 2036 წლამდე იქნება ქვეყნის მმართველი, ანუ როცა იგი 85 წლის ასაკამდე მიაღწევს.


ჯერ-ჯერობით კი არანაირი ნიშნები არ ჩანს იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი რომელიმე ახალგაზრდა ტალანტს ეძებდეს, რომლისგანაც პოლიტიკური მემკვიდრის გამოზრდა შეიძლება, - აღნიშნავს გაზეთი.


ავტორის აზრით, ჩნდება კითხვა იმუნიტეტისა და სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე, როცა იგი თავის პოსტს დატოვებს. ვლადიმერ პუტინს მტკიცე გარანტიები ჭირდება - უფრო მეტი, ვიდრე მის წინამორბედს ბორის ელცინს ჰქონდა. სწორედ ამიტომაც მიიღო გასულ კვირაში სახელმწიფო სათათბირომ კანონი, რომელიც გარანტიას აძლევს პრეზიდენტს და მის ოჯახის წევრებს დაცული იყონ ყოველგვარი გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნისაგან ვლადიმერ პუტინი ყოველთვის ცდილობს, რაც შეიძლება მეტად იყოს დაზღვეული მოულოდნელობებისაგან. ერთი მხრივ, მან ყველაფერი ისე ააწყო თავის სახელმწიფოში, რომ მმართველობა სიცოცხლის ბოლომდე შეუძლია, მეორე მხრივ კი, ხელი შეუწყო ისეთი კანონის მიღებასაც, რომელიც ნებას აძლევს თანამდებობიდან პენსიაზე მშვიდად წავიდეს. მას შეუძლია დამსახურებულად დაისვენოს.

 

მაგრამ რომელ შესაძლებლობას აირჩევს ვლადიმერ პუტინი - პრეზიდენტად ყოფნას თუ არყოფნას?


რეალობა კი ისეთია, რომ მისი სამფლობელოს ირგვლივ სიტუაცია უარესდება: საიდაც კი გაიხედავ, ყველგან კრიზისული სიტუაციაა - კავკასიაში (სადაც სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დაფიონი ისევ ჩანს), მოლდოვაში (სადაც არჩევნები კრემლის კანდიდატმა წააგო), ბელარუსში (სადაც რუსეთის მოკავშირე რეჟიმს მძიმე დრეები დაუდგა)... მოკლედ, ისე ჩანს, რომ რუსეთი კარგავს თავის პოზიციებს. კარგავს არამარტო დედამიწაზე, არამედ კოსმოსშიც (ამერიკამ უარი თქვა რუსული წარმოების კოსმოსური რაკეტებით სარგებლობაზე)... რაც შეეხება რუსეთის ეკონომიკას, ის იძირება არა იმდენად პანდემიის, არამედ ნავთობის ფასების მორიგი ვარდნის გამოც.


ვლადიმერ პუტინის ადგილზე ისეთი ლიდერი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია ენერგია, ძალებს მოიკრებდა და საკუთარ თავს რარაც ახალი კეთილი საქმის გაკეტებაში გამოაჩენდა, ვტქვათ, სასკოლო განათლების რეფორმას განახორციელებდა იმ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებმაც თავი იჩინეს პანდემიის დროს, ანდა ისეთ საქმეს იპოვიდა, რაც მას ხალხის სიმპათიის აღდგენაში დაეხმარებოდა. ამის ნაცვლად ვლადიმერ პუტინი ტელევიზორს არის მიწებებული და დონალდ ტრამპის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს, სანამ მის წინაშე თავისით არ გაჩნდება რაღაც ახალი შესაძლებლობები. ალბათ, რუსები ძალიან მალე მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ვლადიმერ პუტინის სისტემამ ვერ გაამართლა და რომ ეს ადამიანი და მისი ნიღაბი უკვე განუყრელები გახდნენ, - ნათქვამია პუბლიკაციის დასასრულს.


წყარო: https://www.thetimes.co.uk/article/putins-mobster-regime-is-running-out-of-time-dl9dqcc78

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები