დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

უცხოური პრესა - იტალიის პრემიერ-მინისტრი გადადგომას აპირებს - პანდემიას პოლიტიკური ქაოსი ემატება 26.01.2021 11:51

ამერიკული პრესა იტალიაში შექმნილ სიტუაციას ეხმაურება: გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმს“-ში The New York Times») გამოქვეყნებულა სტატია  სათაურით „იტალიის პრემიერ-მინისტრი გადადგომას აპირებს: პანდემიას პოლიტიკური ქაოსი ემატება“, რომელშიც ნათქვამია:


„როგორც მოსალოდნელია, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გადადგება იმ კრიტიკის გამო, რომელიც მისმა ნაბიჯებმა დაიმსახურა კორონავირუსთან ბრძოლის დროს. პრემიერი გადადგომას ფორმალურად სამშაბათს გამოაცხადებს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ისევ მას დაავალოს მთავრობის შედგენა. თუ ჯუზეპე კონტე ახალ შემადგენლობას სენატში ვერ გაიყვანს, მაშინ პრეზიდენტი ან სხვას დაავალებს, ან ახალი არჩევნები ჩატარდება.


საერთოდ, კონტე პირველად არ დგება გადადგომის პერსპექტივის წინაშე. ამჯერად მთავრობის ნდობის ვოტუმის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც პარტია „ცოცხალი იტალიის“ ლიდერი, ექს-პრემიერი მატეო რენცი სამთავრობო კოალიციიდან გავიდა.


აღსანიშნავია, რომ მატეო რენცი და მისი მხარდამჭერები ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლისა და ეკონომიკის აღდგენის იმ გეგმას, რომელიც ჯუზეპე კონტის მტავრობამ შეიმუშავა, მწვავედ აკრიტიკებენ. საქმე ეხება ევროკავშირის მიერ იტალიისათვის გამოყოფილ 209 მილიარდი ევროს განაწილებას (750 მილიარდი ევროს პაკეტიდან, რომელიც ევროკავშირმა „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გასული წლის ივლისში გამოყო). როგორც ცნობილია, იტალიას, როგორც კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღიდან მძიმედ დაზარალებულ სახელმწიფოს,  პაკეტის 28% გადაეცა.


ჯუზეპე კონტეს ოპონენტები ითხოვდნენ, რომ მთავრობას ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაედო ტექნოლოგიების სექტორში და პრემიერ ბრალს სდებდნენ, რომ მან თავისი კაბინეტის მინისტრებს დიდი უფლებამოსილება მისცა დახმარების განაწილებაში.


იტალიაში კორონავირუსის პანდემიისაგან 85 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.


წყარო: https://www.nytimes.com/2021/01/25/world/europe/italy-government-conte.html

 

მოამზადა- სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები