დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ფაქტია, რომ საქართველოს 350 მოსისხლე მტერი ემიგრანტი ჰყავს, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ - თეა ფირცხალავა 27.02.2021 16:37

ბლოგერი და ლიტერატორი თეა ფირცხალავა ქართველი ემიგრანტების უცნაურ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

ახლა რუსთავი2-მა აჩვენა, რომ აშშ-ში მყოფი 350 "ქართველი" ემიგრანტი, მასონი ნინუკა ბორჩხაძის (პირდაპირი გაგებით მასონის) ხელმძღვანელობით, კოლექტიური წერილით მიმართავს აშშ-ის ლიდერშიფს, რომ საქართველოსა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას სანქციები დაუწესოს.
ფაქტია, რომ ეს არასოდეს მოხდება, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ საქართველოს 350 მოსისხლე მტერი ემიგრანტი ჰყავს, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ და ნამდვილად არ იმსახურებენ, რომ საქართველო მათი სამშობლო იყოს?! ბორჩხაძის ემიგრანტებო, ჩაიხედეთ სარკეში და დაინახავთ, რომ მხოლოდ ფიზიკურად კი არა, სულით და ხორცითაც დაგამახინჯათ მიშას სიყვარულმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები