ფრანგულმა ავიაკომპანია „ეარ ფრანსმა“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. პარიზიდან თბილისში 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპანია რეისებს „ეარბას“ A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით შეასრულებს: პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) – თბილისის მიმართულებით ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი – პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge