დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ქართველმა მოციგურავეებმა გრან პრის ეტაპზე უფროს სპორტულ წყვილებში მედალი პირველად მოიპოვეს 27.11.2022 19:29

საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტული წყვილი - ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი 166.56 ქულით ფინეთის ეტაპზე მესამე ადგილისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ. ეს ისტორიული შედეგია საქართველოს ფიგურული ციგურაობისთვის, რადგან აქამდე უფროს ქართულ წყვილებს გრან პრის ეტაპებზე მედალი არ აუღიათ.

ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ცნობით, ორი ეტაპის საერთო შედეგის გათვალისწინებით კი წყვილმა 20 სარეიტინგო ქულა დააგროვა, რაც გრან პრის ფინალის საგზურისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა კარგი განაცხადია მომავალ საერთშორისო ტურნირებში წარმატებების მისაღწევად.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები