დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ქართული საბაჟო რუსეთიდან სომხეთში ტვირთებს არ უშვებს - ვინ ახდენს თბილისზე ზეწოლას? 05.08.2020 13:25

სომხურ გაზეთ „არავოტ“-ში («Առավոտ»//„დილა“) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქართული საბაჟო რუსეთიდან სომხეთში ტვირთებს არ უშვებს. შესაძლოა, თბილისზე ბაქო ახდენს ზეწოლას“ (ავტორი - ნელი ბაბაბიანი), რომელშიც საუბარია ზემო ლარსის საბაჟოზე შეჩერებულ სომხეთის ტვირთებზე, რომლის სომხეთში გადატანის ნებართვას, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ქართული საბაჟო არ იძლევა.

 

საქმე ეხება რამდენიმე ავტომანქანას, რომლებიც სამრეწველო მიზნებისთვის - სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად, გზების მშენებლობისთვის გამოსაყენებელი ასაფეტქებელი ნივთიერებით არის დატვირთული. ტვირთი აგარაკის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის მფლობელს, სომხურ სამთო-მომპოვებელ კომპანია „გეოპრომაინინგს“ ეკუთვნის, აგრეთვე „ბეკორს“ და სხვა ორგანიზაციებს.

 

„არავოტ“-ის კორესპონდენტთან საუბრისას ტვირთის გამგზავნი რუსული კომპანიის „პრომსინთეზის“ წარმომადგენელი ანა ბატიკოვა ამბობს, რომ მათ მრავალი წლიანი ურთიერტობა აქვთ სომხურ მხარესთან ასაფეთქებელი ნივთიერების მიწოდების სფეროში. მიმდინარე წელსაც რუსეთიდან სომხეთში 40 ავტომანქანა გაიგზავნა, მაგრამ 24 ივლისს შეფერხება მოხდა - ქართველი მებაჟეები ტვირთს სომხეთისკენ აღარ უშვებენ. ამჟამად ავტომანქანები საზღვრის „ნეიტრალურ ზონაში“ არიან გაჩერებული.

 

„ჩვენ მივწერეთ წერილები საქართველოს მთავრობას, საბაჟო სამსახურს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არანაირი პასუხი არ მიგვიღია, თუ რატომაა აკრძალული ტვირთების ტრანზიტი სომხეთისაკენ. ასეთი რამ პირველად ხდება. ადრე მსგავსი პრობლემები არ იქმნებოდა“, - იმოწმებს სომხური გაზეთი „პრომსინთეზის“ წარმომადგენლის ნათქვამს.

 

ავტორი ესაუბრება სომხური კომპანიის „გეოპრომაინინგის“ მესვეურებსაც, რომლებიც აცხადებენ, რომ ქართული მხარე პრობლემას ხელოვნურად ქმნის. ჭაბურღილების კომპანია „ბეკორის“ დირექტორი ფრედ ნაზარიანი კი ამბობს, რომ ასაფეთქებელი მასალების მიღების გრაფიკის შეფერხების გამო ჩერდება ვედინის წყალსაცავის მშენებლობა. „ჩვენ შეთანხმება გვაქვს დადებული საქართველოსთან, რომლის მიხედვით, სამრეწველო დანიშნულების ასაფეთქებელი მასალების გადატანა ნებადართულია. ამ მასალით ჩვენ ქვიან შრეებს ვანგრევთ ვიყენებთ წყალსაცავის მშენებლობის დროს, აგრეთვე ალავერდში გზის ასაგებად“. 

 

როგორც გაზეთი წერს, „არსებობს ეჭვი, რომ ამ საკითხში აზერბაიჯანული მხარეა ჩარეული, ამასწინანდელი კონფლიქტის ფონზე. ჩვე ისიც ვიცით, რომ საქარტველომ საბაჟოზე ტრაქტორებიც გააჩერა, რომელიც სომხეტში მოდიოდნენ და სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვისაა განკუთვნილი“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.aravot-ru.am/2020/08/04/333424/

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები