დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ქართული წარმოშობის დიპლომატმა წარმოუდგენელი რამ მოიფიქრა და სიკვდილისაგან საკუთარი თავი ისე იხსნა, სიკვდილს თვალებში ჩახედა 13.06.2021 17:54

გიორგი კლაანდიას პოსტი:

 

 

მისი დიპლომატიური ნიჭის შესახებ ლეგენდები დადიოდა, სერგეი ლაშქარაშვილმა მთელი თავისი ენერგია და ნიჭი რუსეთის იმპერიას შეალია, მისი სხარტი გონების და უნარების შესახებ ერთი საინტერესო გადმოცემა არსებობს: მუსულმანთა აბობოქრებულმა ბრბომ მდიდარი თურქი ვაჭრის სასახლეს ალყა შეამოარტა, რელიგიური კანონების დარღვევის გამო აღშფოთებულები ვაჭრის გადაცემას და შარიათის წესებით მის გასამართლებას ითხოვდნენ, ამ დროს ვაჭართან მოლაპარაკებაზე ლაშქარაშვილი იმყოფებოდა.. ჰაერში დენთის სუნი დატრიალდა, ვაჭრისა და მისი სტუმრის ტრაგიკული ბედი თითქოს გარდაუვალი იყო... ამ დროს ქართული წარმოშობის დიპლომატმა წარმოუდგენელი რამ მოიფიქრა და სიკვდილისაგან საკუთარი თავი ისე იხსნა, რომ სიკვდილს თვალებში ჩახედა.. როცა ბრბო შენობაში შევარდნას ლამობდა, სწორედ ამ მომენტში ლაშქარაშვილი ხელში ჯამით სასახლის ტერასაზე გამოვარდა, აღშფოთებულებს ზემოდან გადმოხედა და მათ ხმამაღლა, სუფთა თურქულად მიმართა: „ახლავე დამეკარგეთ თვალსაწიერიდან, თორემ ყველა თქენთაგანს ამ წამსვე წმინდა წყლით მოვნათლავ“. ეს სიტყვები თქვა თუ არა ბრბოსათვის წყლის პკურება და ხმამაღალი ლოცვა დაიწყო... გაოგნებული ფანატიკოსები წამით გაშეშდნენ, შემდეგ კი „წმინდა წყლით მონათვლის შიშით“ თვალსა და ხელს შუა დაიფანტნენ... ლაშქარაშვილმა სიტუაციით მაშინვე ისარგებლა იქვე დაბმულ ცხენს მოახტა და პორტში გაქუსლა, დიპლომატს ყურეში ევროპელთა გემი ელოდებოდა.. დანარჩენი ჩემს წიგნში: "ქართველები მსოფლიო ისტორიაში".

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები