დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა, მათ შორის, ერთი ბავშვია 04.07.2020 20:50

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. ავტოსაგზაო შემთხვევა, სოფელ მეძიბნაში მოხდა, სადაც მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. ადგილზე სამაშველო-სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დაღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები