ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ ქვიშხეთთან. ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობული შეეჯახნენ. გავრცელებული ცნობით არიან დაშავებულები.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, რომლებსაც დაშავებულები კლინიკებში გადაჰყავთ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge