დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ქუთაისში, დევნილთა დასახლებაში მინი სტადიონი მოეწყო 13.06.2021 14:57

ქუთაისში, დევნილთა დასახლებაში მინი სტადიონი მოეწყო. აღნიშნულ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოები დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დაათვალიერეს.

„ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ღია სპორტული მოედნის მოწყობა, დასახლებაში მცხოვრები დევნილების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა.

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში, მცირე მასშტაბის, 21 ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა და დამატებით, კიდევ 4 განხორციელდება. სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დასახლებებში არსებული საჭიროებები.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები