დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ქუთაისში, კომენდანტის საათის დროს ოთხი ავტომობილი გაქურდეს 01.12.2020 15:46

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, კომენდანტის საათის დროს ოთხი ავტომობილი ერთმანეთის მიყოლებით გაქურდეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე ავტომობილს ჩამსხვრეული აქვს მინები და წაღებულია მეპატრონეების პირადი ნივთები.

 

"ღამე არის გატეხილი, კომენდანტის საათის დროს, როგორც ჩანს ჩამოუვლიათ სამი გატეხეს მოპირდაპირე მხარეს და მეოთხე გამოვლის დროს მიაყოლეს",- განაცხადა ერთ-ერთი ავტომობილის მეპატრონემ

 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები