დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ყვარელში, სოფელ შილდაში ფეხით მოსიარულეს მანქანა დაეჯახა - მძღოლი მიიმალა 01.12.2020 20:56

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ავარიის დროს ფეხით მოსიარულე მამაკაცი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს ავტომანქანა საკუთარი სახლის წინ დაეჯახა, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი მძიმე დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები