დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

შარლ მიშელი საქართველოშიც თავმჯდომარეა - უცხოური პრესა 02.03.2021 13:01

 

უცხოურ მასმედიაში გრძელდება საქართველოში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის (თავმჯდომარის) შარლ მიშელის ვიზიტთან დაკავშირებული მოვლენების - შეხვედრების, გამოსვლების, განცხადებების  მიმოხილვა და კომენტირება.


გთავაზობთ ზოგიერთ ევროპულ გაზეთში გამოქვეყნებული მასალების შინაარსს.


აშშ-ის გაზეთის „პოლიტიკო“-ს («Politico») ევროპულ ვერსიაში (ოფისით ბრიუსელში) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შარლ მიშელი საქართველოშიც თავმჯდომარეა... კრიზისულ მოლაპარაკებებზე“ (ავტორი - დევიდ ჰერზენჰორნი).


პუბლიკაციაში საკმაოდ ფართოდაა გადმოცემული საქართველოში შექმნილი სიტუაცია, დაპირისპირების მიზეზები და ის მოვლენები, რომლებიც წინ უძღოდა მთავრობის გადადგომას და ოპოზიციის ლიდერის ნიკანორ მელიას დაკავებას პოლიციის მიერ.


სტატიაში აღნიშნულია, რომ შარლ მიშელმა თბილისში თავისი შესაძლებლობა აჩვენა პოლიტიკური კრიზისების მოსაგვარებლად - იგი კარგი მომლაპარაკებელი გამოდგა. შარლ მიშელმა თავისი ახალი და მოულოდნელი როლით პოზიტიურად ისარგებლა - პოლიტიკური ქაოსით მოცულ თბილისში მან დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა, უფრო მეტიც - მათ  პირადად შეხვდა პრეზიდენტის სასახლეში.


„მართალია, ამ შეხვედრის შემდეგ დაკავებული ნიკა მელია დაუყონებლივ არ გათავისუფლებულა, მაგრამ თვითონ შეხვედრას საქართველოში ყველა მიესალმა და ჩიხიდან გამოსვლის მიზნით „უმნიშვნელოვანეს გარღვევად“ შეფასდა. ეს ნიშნავს, რომ კრიზისი ისეთ ეტაპზე გადადის, როცა მისი კონტროლირება შესაძლებელია“, - აღნიშნულია სტატიაში.


„შარლ მიშელის ვიზიტი მანამდე იყო დაგეგმილი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებში, სანამ საქართველოში პოლიტიკური ქაოსი დაიწყებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაციამ მას დროებით „გმირული როლი“ შეასრულებინა: ერთ-ერთი ჟურნალისტი მიესალმა კიდეც მისი როგორც „დიდი ლიდერის“ როლს“, - წერს ავტორი.


პუბლიკაციაში ასევე ციტირებულია ქართველი პოლიტიკოსების - ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდგომი განცხადებები და კომენტარები.


წყარო: https://www.politico.eu/article/charles-michel-presides-at-crisis-talks-in-georgia/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები