დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

შაქარაშვილის საქმეზე 8 პირის ბრალდების საქმეს მცხეთის ნაცვლად, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს 19.10.2020 23:25

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული სრულწლოვანი 8 პირის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ნაცვლად, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. სხდომა, რომელიც 22 ოქტომბერს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში უნდა გამართულიყო, უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოში, 11:00 საათზე გაიმართება.

 

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანი პირიდან ნაწილს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათგან სამმა პირმა - არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა და ნიკოლოზ რევაზიშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩიეს. მათ საქმეს გორის რაიონული სასამართლო განიხილავს. ამ ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა მიმდინარეობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები