დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას დახვდა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი - ცრუ გამოძახება ექსპერიმენტის სახელით 09.07.2020 21:12

საქართველოს შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 112-ში მოქალაქის მიერ ზარი შევიდა, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება და შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ზარი მოქალაქის მიერ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი. რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ელემენტარულ მედია სტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც უწყება ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები