მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნები საკუთარ თავს არ აძლევენ სრული ლოქდაუნის უფლებას. ჩვენი მოცემულობიდან გამომდინარე კი, ეს ეკონომიკურ კოლაფსს, სამუშაო ადგილების დაკარგვას და პროფესიონალების ქვეყნიდან გადინებას იწვევს - აღნიშნა რესტორატორთა კავშირის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ რადიო ,,ჯორჯიან თაიმსის’’ ეთერში.
,,ჩვენი პრობლემაა ისაა, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სიტუაციის დაგეგმვა ვერ ხერხდება, ეპიდემიოლოგები ვერ ასახელებენ იმ კვოტას, რომლის შემდეგაც დასაშვებია აკრძალვების მოხსნა. გაუთვლელი მიდგომების შედეგად კი, ბიზნესი უარესად ზარალდება. მაგალითად ითქვა, რომ 16 იანვარს გაიხსნებოდა ყველაფერი, ბიზნესსექტორმა მარაგები გააკეთა, ახლა 1 თებერვალს გადაიტანეს, ამ მარაგებს კი,უკვე პრობლემა ექმნებათ და ზარალს კიდევ უფრო ზრდის’’, - ამბობს ბურჯანაძე.
რესორატორთა კავშირის თავმჯდომარე აღნიშნავს იმასაც, რომ მათი გაფრთხილება ეკონომიკური კოლაფსის შესახებ ხელისუფლებამ ყურად არ იღო და ახლა სავალალო შედეგს ვიმკით.
,,აუცილებლად უნდა გაიხსნას ყველაფერი, რეგულაციების დაცვით, მით უფრო, რომ ბიზნესის გარკვეულ სექტორს ამ მიმართულებით გამოცდილება უკვე აქვს, სხვა შემთხვევაში გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდებით“, - ამბობს ბურჯანაძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი