დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

შრომის კოდექსის ახალი კანონი დასაქმებულთა მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს 23.09.2020 16:58

შრომის კოდექსის ახალი კანონი დასაქმებულთა მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, - განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, რაისა ლიპარტელიანმა. 

 

მისი თქმით, დარეგულირდება დასაქმებულის სამუშაო დროის განსაზღვრის  წესი. „მოწესრიგდება ასევე ის, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებს, რიგ შემთხვევაში საერთოდ არ აქვთ დასვენების დღე. შესაბამისად, დასაქმებული კვირაში არანაკლე 24 საათს დაისვენებს. ასევე შემოდის შესვენების უფლება, რასაც, ხშირად, დასაქმებული ვერ იყენებდა. მკაცრად გაკონტროლდება შრომის ხელშეკრულებების თემაც,“ - განაცხადა მან.

 

ლიპარტელიანის თქმით, კანონი სტაჟირების საკითხსაც დაარეგულირებს:„დაწესდება სტაჟირების მაქსიმალური ვადები, რათა, აღარ მოხდეს მათი გამოყენება დასაქმებულების ნაცვლად და შესაბამისაუფასო შრომას ადგილი აღარ ექნება.“

 

მისი განმარტებით, დარეგულირდება თანამშრომლების მასობრივი დათხოვნების საკითხიც, რაც საკმაოდ ხშირად ხდებოდა, როცა კომპანიაში ახალი მესაკუთრე მოდიოდა.

 

„ამ კანონის ერთ-ერთი ინოვაცია ის გახლავთ, რომ მამასაც მიეცემა საშუალება  დეკრეტული შვებულებით ისარგებლოს.  ანაზღაურების ნაწილი არ იცვლება, მაგრამ ეს კანონი უკვე იძლევა საშუალებას, რომ შვებულებით  მამაკაცმაც ისარგებლოს“. 

 

რაისა ლიპარტელიანის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კანონს თან ახლავს, ეს არის მისი აღსრულების მექანიზმი, - ანუ შრომის ინსპექციის მანდატი, რომელიც, მოიცავს შრომის კანონმდებლობის კონტროლს. ყველა უფლებადარღვევაზე ადამიანს აღარ მოუწევს სასამართლოში სიარული, იქნება გაფართოებული მანდატის ინსპექტირების დეპარტამნტი, რომელიც, ამის აღსრულებას უზრუნველყოფს.

 

ცნობისათვის, პარლამენტში შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ. წამყვანმა კომიტეტმა ცვლილებათა პაკეტს  მესამე მოსმენით უნდა უყაროს კენჭი. ცვლილებებით, ძლიერდება შრომის ინსპექციის უფლებრივი მდგომარეობა, ასევე იზრდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაც.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები