დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ჩვენ უნდა ვიყოთ თხილის ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში, ვუახლოვდებით იმ ნიშნულს - ლევან დავითაშვილი 16.04.2021 22:53

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თხილის ექსპორტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:

 

„თხილის ექსპორტთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი გამართლდა. ჩვენ ვთქვით, რომ მარკეტინგული წლის განმავლობაში, 100 მლნ დოლარი იქნებოდა საქართველოში წარმოებული თხილის ექსპორტის მოცულობა. უკვე ვუახლოვდებით იმ ნიშნულს, როდესაც თხილი იკავებს წამყვან პოზიციას. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმ გამოწვევების დაძლევასთან, რომელიც უკავშირდება აზიურ ფაროსანას, სხვა დაავადებებს, ცოდნაზე წვდომას და რაზეც სამინისტრო ასოციაციასთან ერთად მუშაობს. 2020 წლის სეზონი ძალიან დიდი მოტივაციის მიმცემი იყო ფერმერებისთვის. ხარისხიან პროდუქციაზე ანაზღაურება იყო ღირსეული. 2021 წელსაც გვაქვს მოლოდინი, რომ დადებითი ტენდენციები გაგრძელდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები