დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ცეერუ-ს ახალი ხელმძღვანელი ჩინეთსა და რუსეთს მიხედავს -The New York Times 26.02.2021 12:43

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური («BBC russian») თვის ვებ-გვერდზე აქვეყნებს აშშ-ისა და ბრიტანული პრესის ზოგიერთი მასალის მიმოხილვას, რომლებშიც საუბარია როგორც ვაშინგტონის სამომავლო პოლიტიკის შესახებ რუსეთისა და ჩინეთის მიმართ, აგრეთვე რუსეთის „რბილი ძალის“ - ვაქცინაციის გამოყენებაზე მოსკოვის პოლიტიკაში.

 

გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ («The New York Times») სტატიაში „ცსს-ის ახალი ხელმძღვანელი ჩინეთს და რუსეთს მიხედავს“ წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) დირექტორობის კანდიდატმა უილიამ ბერნსმა სენატში მიმდინარე მოსმენებზე პირობა დადო, რომ გააუმჯობესებდა ჩინეთზე დაკვირვებას და სენატს „არაპოლიტიზებულ და ობიექტურ სადაზვერვო მონაცემებს“ მიაწოდებდა. გარდა ამისა, უილიამ ბერნსმა სენატორები გააფრთხილა, რომ რუსეთს დიდი შესაძლებლობები აქვს ამერიკის საქმეებში ჩაერიოს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ძლიერი სახელმწიფოს სტატუსი დაკარგა, მოსკოვს დამანგრეველი ძალა შენარჩუნებული აქვს და მას შეუძლია შეერთებულ შტატებს უსიამოვნებანი მიაყენოს“, - განაცხადა ცსს-ის დირექტორობის კანდიდატმა.

 

არავისთვის არაა გასაკვირი, რომ უილიამ ბერნსი, რომელიც [2005-2008 წლებში] რუსეთში აშშ-ის ელჩად მუშაობდა, ღრმად განსწავლული ადამიანია და კარგად იცნობს როგორც რუსეთის სახელმწიფოს, ასევე მის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. მას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მართალია, მოსკოვის გავლენა საერთაშორისო არენაზე მცირდება, მაგრამ კრემლს ჯერ კიდევ აქვს ბერკეტები, რომელთა დახმარებით პრობლემების შექმნა შეუძლია. ერთ-ერთი ასეთი ბერკეტს კიბერშეტევები წარმოადგენს. გავიხსენოთ თუნდაც კიბერთავდასხმა ამერიკულ კომპანია SolarWinds-ზე, როცა რუსმა ჰაკერებმა შეძლეს და ცხრა ფედერალური სააგენტოს საიდუმლო მონაცემებს დაეუფლნენ.

 

„ვლადიმერ პუტინის რუსეთი აგრძელებს იმის დემონსტრირებას, რომ სახელმწიფოებს, რომლებიც თანდათან სუსტდებიან, მაინც შეუძლიათ თავიანთი დამანგრეველი ძალის გამოვლენა და ამისათვის ასიმეტრიულ მეთოდებს იყენებენ, განსაკუთრებით კიბერშეტევებს, - ხაზი გაუსვა უილიამ ბირნსმა, - ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ასეთი მოქმედება სათანადოდ არ შევაფასოთ“.

 

წყარო: https://www.bbc.com/russian/news-56191426

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები