შერჩევითი სამართალი გააპროტესტა დღეს ბლოკის „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ. როგორც მან რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში განაცხადა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალებასთან დაკავშირებით შერჩევით სამართალს მიართავს.
„უგულავა და ოქრუაშვილი, რომლებმაც მილიონები მოიპარეს, შეწყალებულები არიან, მაშინ როცა თვითგადარჩენის მიზნით ჯართისა და ქილა კონსერვის ქურდები ციხეში შეწყალების უფლების გარეშე სხედან,“- განაცხადა მან.
მისი თქმით, ბლოკმა „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი“ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც აღნიშნულ საკითხ მოაგვარებდა, თუმცახელისუფლება დიალოგზე არ მოდის.
იმ მიზნით, რომ პრობლემა ადრესატამდე მივიდეს, 4 ოქტომბერს, კვირას, 18:00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გაიმართება.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge