დღე: 29

ღამე: 13

USD 2.676

EUR 2.8713

ჯუმა მეჩეთი, ლოცვა გზის სავალ ნაწილზე, სანამ ლოცვას არ მორჩნენ, მოძრაობა შეუძლებელი იყო - ტოლერანტობა თუ პროვოკაცია? 12.06.2021 16:25

ჟურნალისტი შორენა პაპაშვილი ეხმაურება ფოტოს, რომელიც ნინო ჩიკვაიძემ გამოაქვეყნა და წერს:

თბილისი ყოველთვის იყო ტოლერანტობის დედაქალაქი. აღმოსავლური და დასავლური კულტურები თუ რელიგიები აქ ჰარმონიულად თანაარსებობდნენ, ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ და გეოგრაფიულ მდებარეობასაც არ ივიწყებდნენ, ან არ ავიწყებინებდნენ. ასე ქუჩის გადაკეტვას, სულ მცირე, პროვოკაციის სუნი უდის. სანამ ყოფით დონეზე მოხდება მოსახლეობას შორის დაპირისპირება, თბილისის მერია / Tbilisi City Hall ალბათ, ზომები უნდა მიიღოთ, ისევე, როგორც ღია კაფე- ბარებს აეკრძალათ საერთო სარგებლობის სივრცის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება და იქ მაგიდების დადგმა. ერთჯერადი აქცია, დღესასწაული ან ღონისძიება გვესმის და მართლმადიდებელი მოსახლეობაც სიამოვნებით ვმონაწილეობთ ხოლმე მსგავს პერფომანსებში, მაგრამ ეს, მიუღებელია.

ნინო ჩიკვაიძემ ფოტოს ასეთი კომენტარი გაუკეთა:

ჯუმა მეჩეთი დღეს. ლოცვა გზის სავალ ნაწილზე. სანამ ლოცვას არ მორჩნენ, გზაზე მოძრაობა შეუძლებელი იყოო... მართლა მაინტერესებს __ გზის გადაკეტვის უფლება აქვთ? საერთოდ, ვინმეს აქვს ამის გაკეთების უფლება? თან, ეს ხომ ერთჯერადად არ იქნება? ამ ფორმით გვაიძულებენ რომ იქით აღარ ვიაროთ? ნორმალურია ეს? და, ამის მოთმენას რაიმე საერთო აქვს ტოლერანტობასთან?

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები