დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

“ნატო-მ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასთან და საქართველოსთან"- ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფი 02.12.2020 09:57

 

“ნატო- უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასთან და საქართველოსთან, როგორც დაუცველ დემოკრატიებთან, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებას ცდილობენ და რუსეთის მხრიდან მუდმივი საგარეო და საშინაო ზეწოლის ქვეშ არიან,”- ნათქვამია ნატო- გენერალური მდივნის მიერ დანიშნული ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში: „ნატო 2030: გაერთიანებული ახალი ეპოქისთვის, ანალიზი და რეკომენდაციები.“ ექსპერტების მოსაზრებით, რუსეთი ცდილობს, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე ჰეგემონიის დამყარებას და ძირს უთხრის მათ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

რუსეთის მთავრობა ცდილობს ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე ჰეგემონიის დამყარებას და ძირს უთხრის მათ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ცდილობს დაბლოკოს იმ ქვეყნების გზა, რომელთაც სურთ ნატო-სკენ სვლა. რუსეთი აგრძელებს აგრესიას საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ,“- აღნიშნულია დოკუმენტში.


დამოუკიდებელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არსებულ ფონზენატო- ღია კარის პოლიტიკადაცული და გაძლიერებული უნდა იყოს.


ნატო- ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს დაცული და გაძლიერებული. ნატო- უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასთან და საქართველოსთან, შეეცადოს გააძლიეროს ურთიერთობა ბოსნია და ჰერცოგოვინასთან და დაუპირისპირდეს დესტაბილიზაციას დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში,”- ნათქვამია დოკუმენტში.

 

ნატო- გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი 2020 წლის აპრილში დანიშნა. ექსპერტებმა დოკუმენტი, რომელიც ანალიზსა და რეკომენდაციებს მოიცავს, გენერალურ მდივანს 25 ნოემბერს, ნატო- საგარეო საქმეთა მინისტრებს კი გუშინ წარუდგინეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები