დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„აი, ის ხალხი მაოცებს, ვინც ამბობს, რომ შენგელიას საქციელია დასაგმობი, თორემ რუსეთში რომ მუშაობს ასეულ ათასობით ადამიანი, არა უშავს!“ 10.07.2020 00:01

დათო ხვადაგიანის პოსტი:

 

აი ის ხალხი მაოცებს, ვინც ამბობს, რომ შენგელიას საქციელია დასაგმობი, თორემ სხვა გუნდებში რომ არიან ქართველები, არა უშავს, რუსეთში რომ მუშაობს ასეულ ათასობით ადამიანი, არა უშავს !!! ისადა, თუ მაგ არაუშავს გავყვებით, ნეტა იმას მაინც თუ ხვდებიან, რომ ამ ქვეყნის ბიუჯეტში შედის მათ მიერ გადახდილი გადასახადები, რომლიდანაც ძალიან დიდი წილი რუსეთისვე თავდაცვის სამინისტოს საჭიროებებზე იხარჯება? ჰოდა, რა ვქნათ, გამოვაცხადოთ ყველა ვინც რუსეთშია მოღალატედ და სამშობლოს მტრად? უფრო შორს წავალ, მთლად "გადასარევი" იქნება, თუ უეფას ჩემპიონთა ლიგას ბოიკოტს გამოვუცხადებთ და არათუ არ ვითამაშებთ ამ ტურნირზე, არამედ არც ვუყურებთ! რატომ? იმიტომ, რომ "გაზპრომია" მისი სპონსორი, რომელიც რუსეთის შემოსავლების დიდი წყაროა. ასევე მოვექცეთ პრემიერლიგას, რადგან იქ პარტნიორად "აეროფლოტია" შესული, დავგმოთ და გავემიჯნოთ "ჩელსის" და"არსენალს", რამეთუ ერთს აბრამოვიჩი ფლობს, მეორეში კი უსმანოვს უპყრია აქციების დიდი პაკეტი, ორივენი კი პუტინის მსახურები არიან!!! "შალკეზე" საერთოდ აღარ ღირს საუბარი, "გაზპრომი" აწერიათ გულზე და ფაქტიურად "პუტინის მონები" არიან! შესაბამისად, კობიაშვილს მოვთხოვოთ მოინანიოს ეს ცოდვა, რომ ამ გუნდში თანაშობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გადადგეს ყველაფრიდან!!! კიდევ უფრო შორს შეიძლება წასვლა ამ "რკინის ლოგიკით", მაგრამ მგონი ესეც საკმარისია! ვახ, ეს რა ჭირი გვჭირს ტო? გასაგებია ბატონო, რომ თოკოს ხილვა რეალში, ბარსელონაში, გინდაც მილანში და ოლიმპიაკოს-პანათინაიკოსში უფრო გაგვიხარდებოდა, მაგრამ მოხდა ასე და რა საჭიროა ეს სახის ჩამოხოკვა და მით უმეტეს ლანძღავ-გინება? რა გინდათ, რომ ამ მართლაც მაგარმა კალათბურთელმა ნაკრებში აღარ ითამაშოს, თუ კარიერა დაასრულოს და ბერად აღიკვეცოს, რომ აპატიოთ?

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები