დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„არა, რუსეთი დონალდ ტრამპს ხმას არ მისცემს“ - «Publico» 13.07.2020 12:31

ესპანურ გაზეთ „პუბლიკო“-ში Publico») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „არა, რუსეთი დონალდ ტრამპს ხმას არ მისცემს“, რომელშიც აშშ-ზე რუსეთის შესაძლო გავლენები და საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის სავარაუდო ჩარევის შესაძლებლობა განხილული.


გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:


„დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინის კანდიდატია“, - გვარწმუნებენ დემოკრატები ჯო ბაიდენი და ბარნი სანდერსი, ხოლო ტელეარხი Bloomberg, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის ხელში დონალდ ტრამპი „მარიონეტკაა“ და აღნიშნავს, რომ კრემლი ისევ ჩაერევა აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში, 2020 წლის სამი ნოემბრის არჩევნებში - ისევე, როგორც ეს მოსკოვმა, სავარუდოდ, 2016 წელს განახორციელა. მაგრამ არავინ არ ფიქრობს იმას, რომ დონალდ ტრამპი ის პრეზიდენტია, რომელიც აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე აგრესიულ ანტირუსულ პოლიტიკას ატარებს.


ამერიკული ზოგიერთი მასობრივი ინფორმაციის საშუალების მონაცემებით, მეორე „რაშაგეიტის“ დროს კრემლი გარკვეულ კომპრომატულ მასალებს გამოაქვეყნებს, რიტაც სკანდალს გამოიწვევს და არჩევნების მსვლელობას შეცვლის. მაგრამ როგორ სეძლებს რუსეთი, რომელსაც დღეს საშუალო შესაძლებლობების სახელმწიფოს უწოდებენ, თეთრ სახლში თავისი კაცის შეყვანას? როგორ ჩაერევა არჩევნებში? ან რატომ არ აკეთებდა იგივეს მოსკოვი საბჭოთა კავშირის დროს, როცა კრემლს უფრო მეტი მოტივები და შესაძლებლობები ჰქონდა? რატომ არ აკეთებს იგივე მოსკოვი ევროპულ ქვეყნებში, რათა ამგვარი მოქმედებით მსოფლიო ძალების ბალანსი თავის სასარგებლოდ შეცვალოს?


რუსეთს რომ ამის გაკეთების სურვილი ჰქონოდა, მას არც რესურსები ეყოფოდა და არც ინფრასტრუქტურის სესაძლებლობები, რომელიც აუცილებელი ამგვარი მასშტაბური ოპერაციისთვის. თვითონ განსაჯეთ: ვაშინგტონში არსებული რუსეთის საელჩო უჩინრადაა „ალყაშემორტყმული“, მას მუდმივად აკვირდებიან, აკონტროლებენ და თუ ვინმე ფიქრობს, რომ მილიონობით ამერიკელი რუსული ტელეარხების „რაშა თუდეის“ და „სპუტნიკის“ ჰიპნოზური შთაგონების ქვეშ მოხვდა, მაშინ ის უბრალოდ სულელია. დღეისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სფეროში,  რუსეთი მნიშვნელოვნად ჰყავს უკან ჩამოტოვებული. იგივე სიტუაციაა ეკონომიკაში, ფინანსებში და სამხედრო წარმოებაში.


ფაქტების და ჰიპოთეზების თანახმად, იმ ქვეყანაში, რომელიც თავის თავს „დემოკრატიული ფასეულობების გუშაგს“ უწოდებს, საყოველთაო ხმის მიცემის შედეგების გაყალბების უკან მისივე ხელმძღვანელები იდგნენ.


რატომ არ მისცემდა ხმას ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპს თავის რუს კოლეგის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, აშშ-ის პრეზიდენტი მართალია იმ დროს, როცა აცხადებს, რომ „არავინ მასზე მკაცრი არ ყოფილა რუსეთის მიმართ“. მართლაცდა, ვაშინგტონის მთავარი მიზანი ხომ ისაა, რომ რუსეთს ხელი შეუშალოს ზესახელმწიფოს სტატუსტის აღდგენაში. გარდა ამისა, მოსკოვი ავითარებს სტრატეგიულ პარტნიორობას პეკინთან და უფრო უარესი - 2018 წელს გამოკითხულ მოქალაქეთა 66%-მა განაცხადა, რომ ნოსტალგია აქვთ საბჭოთა პერიოდზე. ეს ყველაფერი ამერიკული პარტიების ნევრიულობას იწვევს. ამ პრობლემების გადასაწყვეტად დონალდ ტრამპის მთავრობა შემდეგ ზომებს ახორციელებს:


- თეთრი სახლი (ანუ დონალდ ტრამპი) ცდილობს რუსეთი ყოველი მხრიდან ჰყავდეს ალყაში, თვით  ევროატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურების საზღვრების მიღმას კი. დონალდ ტრამპი ცდილობს შექმნას პირობები ერაზიულ სივრცეში ათასობით ჯარისკაცით შეჭრისათვის;

- 2019 წლის თებერვალში თეთრმა სახლმა (და არა კონგრესმა) მიიღო გადაწყვეტილება საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების შესახებ;

- 2020 წლის მაისში თეთრმა სახლმა მიიღო გადაწყვეტილება „ღია ცის“ შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე;

- 2017 წელს თეთრმა სახლმა რუსეთს სანქციები დაუწესა კიბერნეტიკული შეტევების განხორციელების გამო, რომელთა პროლონგაცია ყოველწლიურად ხდება;

- სწორედ თეთრი სახლის ადმინისტრაცია ახდენს ზეწოლას გერმანიაზე რუსული გზასადენის „ჩრდილოეთი ნაკასდი-2“-ის მშენებლობის შეწყვეტის მიზნით;

- სწორედ თეთრის სახლის გადაწყვეტილების ტანახმად გავიდა აშშ ირანის ბირთვული პროგრამის კონტროლიდან;

- თეთრმა სახლმა უკრაინას 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია და ამით  ანტირუსული აქცია განახორციელა;

- თეთრი სახლი ზეწოლას ახორციელებს ვენესაუელაზე და კუბაზე მოსკოვტან მათი ახლო დამოკიდებულების გამო;

- თეთრი სახლმა გაავრცელა ყალბი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოსდა 2018 წელს რუსული „გრუ“-ს თანამშრომლები ავღანელ თალიბებს ფულს აძლევდნენ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მოკვლისათვის;


და ბოლოს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი ცალმხრივი მიდგომების, ნეოიზოლაციონიზმის, სუსტი ხასიათისა და არამდგრადი პოლიტიკური მდგომარეობის გამო კრემლისათვის კარგი კანდიდატი არ არის. მოსკოვში აცნობიერებენ, რომ დონალდ ტრამპის ახალ საპრეზიდენტო ვადაში ჩიხში შესული რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობები არ გაუმჯობესდება.


და როგორ გამოიყურება ამ დროს ჯო ბაიდენი?

„რუსებს ჩემი არჩევა არ სურთ“, - ამბობს დემიოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი, - „მათ უფრო ბარნი სანდერსი მოსწონთ“, თუმცა იგი იქვე განმარტავს, რომ ამის დამამტკიცებელი ფაქტები არ აქვს, ეს მხოლოდ მისი ვარაუდებია. კაცმა რომ თქვას, პრინციპში, ბარნი სანდერსი მართლაც არ წარმოსახავს რუსებს ურჩხულებად, მაგრამ მან მხარი მაინც დაიჭირა ანტირუსულ სანქციებს და მასმედიას მანიპულირების შესაძლებლობა მისცა. სხვათა შორის, ბარნი სანდერსი იძულებული გახდა რუსეთი გაეკრიტიკებინა მას შემდეგ, რაც 2020 წლის თებერვალში გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ სტატია გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში სანდერსის მხარდაჭერად ჩაერევაო. საბოლოო ჯამში ბარნი სანდერსმა გზა ჯო ბაიდენს დაუთმო.


არადა, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ბევრი რამ აქვს გაკეთებული რუსეთის სასარგებლოდ:

- სწორედ ჯო ბაიდენმა დაუჭირა მხარი რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, ევროპის საბჭოში და საერთაშორისო სავალურო ფონდში;

- ჯო ბაიდენი მხარს უჭერს და ეთანხმება რუსეთთან თანამშრომლობას შეიარაღების, მათ შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლის სფეროში;

- ჯო ბაიდენი ეთანხმება ირანზე ზეწოლის შესუსტებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული თეირანის შემდგომი დაახლოება მოსკოვთან და პეკინთან;

- ჯო ბაიდენი მხარს უჭერს მოსკოვთან დიპლომატიური დიალოგის გაღრმავებას;


ცხადია, დემოკრატიული პარტიის კანდიდატსაც აქვს რუსოფობიური გამოვლინებები, მაგალითად, მან ვლადიმერ პუტინს „მკვლელი-ავტოკრატი“ უწოდა, იგი ამერიკელებს პირდება, რომ თეთრ სახლში შესვლის (ანუ პრეზიდენტად არჩევის) შემდეგ:


- შეინარჩუნებს ანტირუსულ საინქციებს;


- გააფართოვებს უკრაინის მიმართ დახმარებას, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულს;


- განამტკიცებს ნატოს, რათა წინ აღუდგეს რუსულ აგრესიას. მისი აზრით, ვლადიმერ პუტინის მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენა კი არ არის, არამედ ევროკავშირის დაშლა;


- გააგრძელებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მილიტარიზებას - საქართველოსა და უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის გამო;


- მხარს დაუჭერს რუსულ სამოქალაქო საზოგადოებას „ვლადიმერ პუტინის ავტორიტარული და კლეპტოკრატიული სისტემის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოოლაში;


შესაძლოა, დონალდ ტრამპი იქნება ერთ-ერთი აშშ-ის იმ მეტაურებიდან, რომლებსაც პრეზიდენტის პოსტი მხოლოდ ერთი ვადით ჰქონდათ დაკავებული (ჯერალდ ფორდივით, ჯიმი კარტერივით, ჯორჯ ბუშ-უფროსივით...). ჯო ბაიდენის უპირატესობა დონალდ ტრამპთან შედარებით ისაა, რომ იგი უფრო პროგნოზირებადი პოლიტიკოსია, თუმცა მისთვის ძნელი იქნება იმ ქვეყნის მართვა, სადაც საზოგადოებაში ღრმა განხეთქილებაა.


რუსეთს ახლა მხოლოდ ისღა რჩება, სხვა ქვეყნების მსგავსად, დაფიქრდეს იმაზე, თუ რომელია ამ ორი კანდიდატიდან ნაკლები ბოროტება საყოველთაო მშვიდობისათვის.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://blogs.publico.es/puntoyseguido/6537/no-rusia-no-votaria-a-trump/

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები