დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„არ გიჩნდებათ კითხვა, რომ "წიოწია ნინამ" და "პეტუხმა" ოქრუაშვილმა 2011 წლის 26 მაისის ღამეს სპეციალურად მიიყვანეს და აცემინეს მაშინდელი რეჟიმის მოწინააღმდეგე ადამიანები?“ 27.05.2020 00:40

გელა კურტანიძის პოსტი:

 

როცა შალიკოს კანტორაში შეკრებილ ამ გარეწრებს უყურებთ, თქვენც არ გიჩნდებათ კითხვა, რომ "წიოწია ნინამ" და "პეტუხმა" ოქრუაშვილმა 2011 წლის 26 მაისის ღამეს სპეციალურად მიიყვანეს და აცემინეს მაშინდელი რეჟიმის მოწინააღმდეგე ადამიანები? ჩემი პატივისცემა ნაცემ, ნაწამებ, შეურაცხყოფილ ადამიანებს, დარწმუნებული ვარ მათ პატრიოტულ ზრახვებში და პირიქით, სულ უფრო მეტად მეჩვენება, რომ ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია, ერთი მხრივ, ხელისუფლების და მეორე მხრივ, მათი "შნირების", ბურჯანაძისა და ოქრუაშვილის შესრულებით.. ისევე, როგორც თავად შალიკოს დემონსტრაციული ბღავილი "დაუნ ვი დიქტეიტე" თეთრი სახლის წინ, მიჰას რეჟიმის დაგეგმილი მგონია.. მაშინდელმა ხელისუფლებამ ამ ორი სპექტაკლით მსოფლიოს აჩვენა, რომ მას ყავს მხოლოდ ორგვარი: რუსეთუმე და იდიოტი ოპოზიცია, რასაც დასავლეთის მხრიდან მათი რეჟიმის უპირობო მხარდაჭერა უნდა მოჰყოლოდა და ასეც მოხდა.. გახსოვთ ალბათ, 2011 წლის 26 მაისის დარბევის შემდგომ როგორი ნიჰილიზმი გამეფდა საქართველოში და რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დიდი ალბათობით, დღესაც შალიკოს კანტორის ბინადარი ვერაგი გარეწრების ხელში იქნებოდა ძალაუფლება..
ფუი ეშმაკს..

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები