დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„არ ვიცი, ეს ადამიანი საიდან მოვიდა - არ იყო ეს ადამიანი თამუნას შეყვარებული“ 07.08.2020 00:29

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის განცხადებით, ბაჩალიაშვილს არა ბაჩანა ლობჟანიძე, არამედ სხვა შეყვარებული ჰყავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დეა კაპანაძემ ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც ბაჩალიაშვილის მეგობარი ჰყვება, მან არ იცის, თუ საიდან მოვიდა ბაჩანა ლობჟანიძე და ვინაა ის.

 

„არ ვიცი ეს ადამიანი საიდან მოვიდა, არ იყო ეს ადამიანი თამუნას შეყვარებული... თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული მარტო, რომელიც ვიცი და თვითონაც გამაცნო და ახლაც მაქვს იმ ადამიანთან კონტაქტი. ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე, საერთოდ, 22-ში თუ 23-ში ბაჩანამ რომ მომწერა, უბრალოდ მისამართი გავუგზავნე, "გიფები" და სურათები ჩამიყარა, გაკვირვებული ვიყავი - შენ ვინ ხარ, შენზე რატომ არ მითხრა თამუნამ არაფერი-მეთქი“, - განაცხადა კაპანაძემ.

 

მისივე განმარტებით, თამარ ბაჩალიაშვილი შეყვარებულს 2018 წელს დაშორდა. როგორც გარდაცვლილის მეგობარი ჰყვება, პირი, რომელიც საკუთარ თავს ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, მას თავად დაუკავშირდა და ცდილობდა მისგან ინფორმაცია მიეღო. „კონტაქტში შევედი, როცა თამუნა მოასვენეს, ბაჩანამ სურათები და "გიფები" ჩამიგდო, ვენდე, მეგონა, რომ კურსელი იყო, ჩვეულებრივ ავყევი, მიმოწერასაც გავასაჯაროვებ, ჩემი ტელეფონიც აქვს გამოძიებას, არ ვიცი საერთოდ ეს ადამიანი რას წარმოადგენს. როცა შევხვდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა. მგონი, მარიამ ვარდიაშვილმა თქვა, კითხვებს მისვამდა და არ ვიცი, ვინ იყოო, ჩემ გარშემო ყველა დაიმატა, ჩემი და თამოს საერთო მეგობრები ვინც იყო, ყველას მიწერა და უსვამდა უამრავ კითხვას, სულ თამუნას გარშემო“, - განაცხადა კაპანაძემ.

 

კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ თამუნა ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა, დეა კაპანაძე აცხადებს, რომ აღნიშნულზე პასუხს ვერ გასცემს.  "ვერ გაგცემთ მაგაზე პასუხს, არ ვიცი",- აღნიშნა თამუნა ბაჩალიაშვილის მეგობარმა. მისივე თქმით, თამუნა ბაჩალიაშვილს სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლა სურდა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები