ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში „აირზენას“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ თამაზ გაიაშვილს მიმართავს და ირონიულად წერს:
„ალიო... ბატონო თამაზ (გაიაშვილი), ხაზარაძის პარტკანტორა ის ტრამპლინი არ არი, ფიფრინავებ რო ააფრენამთ ხოლმე. ჩამაიფეხვები-მეთქი, კაცო, ჩამაიფეხვები!“, წერს ზედელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პოლიტიკურ გაერთიანებას ბიზნესმენი, ავიაკომპანია „აირზენას“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი შეუერთდა. როგორც მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რისთვისაც მან თამაზ გაიაშვილს მადლობა გადაუხადა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge