დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„ბევრი ეძებეს და განაწყენებული ვერ იპოვე - "ბოლოს ბიძინა ივანიშვილს რაში არ დაეთანხმეთო?" მაგარი ჩამჭრელი კითხვაა, არა?“ 23.09.2020 20:23

ამირან სალუქვაძის პოსტი:
გუშინ ამოხტნენ ქამრებიდან, რას ჰქვია გახარიამ ჭორვილა ახსენაო?! ნაპოლიტიკარმა პოლიტიკანებმა მლიქვნელობად მონათლეს. თქვენი აზრით, პრემიერს მაგრად სჭირდება საჯაროდ ბიძინასთან მლიქვნელობა, თუ რამე აქვს სათქმელი, ნახვის პრობლემა აქვს და პირადად ვერ ეტყვის?! ეს აჟიოტაჟი სამი მიზეზის გამო ჩავთვალე ყურადღების ღირსად. განსაკუთრებით მოსახლეობის დაკნინებამ გამაღიზიანა, მაგრამ სამთავეს მოგახსენებთ.
1. თუ გაიხსენებთ ჩემს ინტერვიუებს და ბლოგებს ბოლო 2 წლის მანძილზე (ვინც ვერ გაიხსენებთ, მკითხეთ და მოგაწვდით ბმულებს), დიდი ხანია ოპოზიციას ვეუბნები, რომ მოსახლეობას ნეგატივის და სხვისი კრიტიკის გარდა, არაფერს სთავაზობენ. ახლაც, თავიანთი ჭკუით, ოცნებას ზიანი მიაყენეს. არადა, ვინ გამოდის კრიტიკით? ცხოვრებაში ხალხისთვის აგური კი არა, ქვიშის ერთი ნაწილაკი არ აქვთ დანადები. მავნებლობა და ზიანი გიყვარდეთ. ზოგიერთი ნაოცნებარი, თუ ოცნებასთან ნაბლოკარი, განსაკუთრებული ღვარძლით გამოირჩეოდნენ. ღიმილს უფრო იწვევს ჭიქაში ატეხილი ეს ქარიშხალი. ეს დრო თქვენი პროგრამების განსახილველად გამოგეყემებინათ?!
2. გუშინ ერთ-ერთი, რუსეთის სპეცსამსახურებიდან ინფორმაციების მომპოვებელი ტელევიზიის ჟურნალისტები დასხდნენ და ჭორვილელები გაფცქვნეს, ლამის ყურმოჭრილ მონებად მონათლეს. ერთ-ერთმა შარშან ერთ-ერთი ჰიპერსააგენტოსთვის სიუჟეტი მოამზადა სახელწოდებით "ოლიგარქის სოფელი". სახელშივე შეეცადა ზიზღის ჩადებას. სიუჟეტიც ირონიით გაჟღინთა. შენახული მაქვს ვიდეო. რა გავიგეთ შარშან მისი რეპორტაჟიდან? თურმე სოფლელებს სახლებს უშენებდა, ვისაც ჰქონდა, ურემონტებდა, კომუნალურებს უფარავდა, ქორწილებს და ქელეხებს უხდიდა და ამისათვის რიტუალების სახლიც აუშენებია, ახალდაქორწილებილებს 3 ათას დოლარს ჩუქნიდა, ხალხს, ანუ მეზობლებს, ფინანსურად ეხმარებოდა, მასწავლებლებს დანამატებს უხდიდა, რის გამოც მაშინდელი პრეზიდენტი აღშფოთებულა... ხალხს სოფელში არაფერს ეკითხება, მხოლოდ სახურავების ფერი ჰკითხეს და ხალხმა წითელი აირჩიაო.
მოკლედ, ბევრი ეძებეს და განაწყენებული ვერ იპოვეს. ასეთ კითხვას სვამენ სოფელში: "ბოლოს ბიძინა ივანიშვილს რაში არ დაეთანხმეთო?" მაგარი ჩამჭრელი კითხვაა, არა? ნეტა, რაში არ უნდა დათანხმებოდნენ, ასფალტი არ დაგვიგოო, უნდა ეთქვათ, თუ ნაკვეთი არ მოგვიხნაო? სიუჟეტს ამთავრებენ ერთი ახალგაზრდის ფრაზით, "სოფელში სამუშაო მაინც არ არისო". წარმოგიდგენიათ, ადამიანს ნაკვეთი, რომელიც ბიძინამ მოუხვნა და დაუთესა, აქვს, ხელები და ფეხები აქვს და სამუშაო არ აქვს?! ჰოდა, ისხდნენ ეს ჟურნალისტები გუშინ და ჭორვილელებს აქუცმაცებდნენ. ერთ-ერთმა, ძალიან მძიმე განცდა დამიტოვა ჭორვილამო. ეტყობა, მანამდე გლდანის ციხეზე აქვს სიუჟეტები განაკეთები და სიმძიმე არ აქვს გამოცდილი... ისე, ვისაც ებრძვით გასაგებია, მაგრამ მთელ მოსახლეობას რატომ აყენებთ შეურაცხყოფას?
 
3. ამ ვიდეოზე ჭორვილაა. ნეტა რა არ მოგწონთ, ასე რამ გაგანერვიულათ?! იქნებ უკეთ გააკეთოთ საკუთარ სოფლებში, თუ ეს არ მოგწონთ?!  დაანებეთ თავი ჭორვილას და ჩასაფრებაში ყოფნას. წარმოადგინეთ პროგრამები, თქვენ რას გვთავაზობთ. ჯერ ვიხილეთ ე.წ. მარშალის გეგმა და ე.წ. სტრატეგია აღმაშენებელი. ერთი 10-გვერდიანი (დანარჩენი 10 გვერდი ნახატებია) სურვილების ბუკეტია, მეორე კი ვიდეო ლექციების კრებული. კიდევ ვიხილეთ ენმ-ის "დაავალე მიშას" და ევროსაქების "ხელშეკრულებებს ამომრჩეველთან". ყველა მათგანზე ცალკე მოგახსენებთ. მოკლედ, როცა პროგრამების წერა ან არ შეგიძლიათ, ან ამომრჩეველს არ თვლით ღირსად, იოლი გზით მიდიხართ, - სხვას აქილიკებთ.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები