დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„ბრავო, მიშა! მეორე ადგილისთვის ყველაფერი დადო, ყველა დაძირა, მაგრამ, მესამე-მეოთხეს ვერ ასცილდება“ 23.09.2020 20:51

მაია ნიკოლეიშვილის პოსტი:

 

 

ჰაჰაჰააააა, როგორ მეცნობა მიშას ხელწერა. მოტყუებას და გამოყენებას უპირებდნენ ერთკაციან-ერთქალიანი "პარტიუკები" და საბოლოოდ, ვინ დარჩა მოტყუებულ-გამოყენებული ? "სრულიად საქართველოს ოპოზიციური ერთობა" დიდხანს ქსელავდა, მერე მატი უთხრა ბოროტმა ობობამ და აქეთ გააბა "ფანჩატურელები" მათსავე მოქსოვილ ბადეში! საარჩევნო ნომრები უკვე დამტკიცდა, უკან გზა აღარ არის, და დარჩნენ ასე, მიშას ხმების გარეშეც და უბლოკოდაც. -საინტერესო "ტოპკა" იყო, ჰაჰააა, ბრავო, მიშა! მეორე ადგილისთვის ყველაფერი დადო, ყველა დაძირა, მაგრამ, მესამე-მეოთხეს ვერ ასცილდება, я так думаю! ამ ნაბიჯის გაანალიზებით, სავარაუდოდ, ხელისუფლების შეცვლის ძალადობრივი გზაც უკვე დიდად არ ეიმედება და არჩევნებში ხმების მიღებაზე დადო ფსონი. სხვებსაც ჩაუფუშა არჩევნების შემდგომ ხელისუფლების "დელეგიტიმაციის" სარეზერვო იმედი! იქნებ, ბელორუსიის პრეცედენტის გათვალისწინებითაც. . . ხო, მწარედ მოტყუებულ პოლიტიკოსებს ჩემი უსაყვარლესი იგავ-არაკის, კრილოვის "Волк на псарне"-ს გადაკითხვას ვურჩევდი, მაინც, 2024 წ. არჩევნებისთვის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები