დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„გიორგი ინანაშვილმა, რომელსაც თვეების წინ დაუდგინდა იუნგის სარკომა, დაავადება დაამარცხა“ 24.09.2020 01:30

"საქართველოს უნივერსიტეტის" სამართლის სკოლის სტუდენტმა, გიორგი ინანაშვილმა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ იუნგის სარკომა დაუდგინდა დაავადება დაამარცხა. ინფორმაციას თავად "საქართველოს უნივერსიტეტი" ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგის ოპერაცია ჩაუტარდა, მკურნალობის შედეგად კი, ის სრულიად გამოჯანმრთელდა.

 

 

“გვინდა გაუწყოთ ძალზე სასიხარულო ამბავი… "საქართველოს უნივერსიტეტის" სამართლის სკოლის სტუდენტს, გიორგი ინანაშვილს, რომელსაც თვეების წინ დაუდგინდა იუნგის სარკომა, ჩაუტარდა ოპერაცია თურქეთში, მკურნალობის შედეგად კი ის დღეს სრულიად ჯანმრთელია! ჩვენი გუნდის სახელით ვულოცავთ გიორგის და მის ოჯახს ამ ურთულეს ბრძოლაში გამარჯვებას და ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და ბედნიერ მომავალს დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ერთიანი ძალებით კი შეუძლებელი არაფერია,” - აღნიშნულია "საქართველოს უნივერსიტეტის" განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები