დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„ერთი იმ უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმების ტვინსა და გულში ჩამახედა, რომლებიც შეურაცხყოფენ ქართველ კოლეგებს, რომლებმაც უარეს პირობებში გადაარჩინეს ჩვენი ქვეყანა დიდ უბედურებას!“ 06.06.2020 18:34

ირაკლი მელაშვილის პოსტი:

 

ერთი იმ უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმების ტვინში და გულში ჩამახედა, რომლებიც თავიანთ ფბ პოსტებსა თუ ინტერვიუებში შეურაცხყოფენ ქართველ ექიმებს, რომლებმაც მათზე ბევრად უარეს პირობებში, ბევრად ნაკლები ანაზღაურებით და ბევრად უარესი რესურსებით მოახერხეს და გადაარჩინეს ჩვენი ქვეყანა დიდ უბედურებას! ასე რამ გაგაბოროტათ, რომ თანამემამულების გადარჩენისათვის ამ ადამიანებს ლანძღავთ? თუ რამე რჩევა შეიგიძლიათ ხომ შეიძლება ეს ისეთი ფორმით გაკეთდეს, რომ ქართველ ექიმებს შეურაცხოფა არ მიაყენოთ? მაგრამ მგონი რომ ესეც არ შეგიძლიათ და უბრალოდ ამათ წარმატებაზე დაგროვილ ბოღმას ანთხევთ, რაც ძალიან სამარცხვინოა! ჰოდა, მიიღეთ შესაბამის პასუხები თქვენს ასეთ მართლა რეგვენულ ქცევაზე!

 

P.S.რა თქმა უნდა, რასაც ვწერ, ეს უცხოეთში მომუშავე ყველა ქართველ ექიმს არ ეხება, ბევრი მათგანი ძალიან კორექტულია, როგორც შეფასებებში, ისე პოზიციის გამოხტვასა თუ რჩევების მიცემაში, ეტყობა რომ გულშემატკივრობენ თავიანთი კოლეგების წარმატებებს. ეს პოსტი ეხება მხოლოდ უცხოეთში დასაქმებულ ქართველ ექიმთა იმ უმცირესობას, რომელბმაც ამ პანდემიის პირობებში ავადმყოფების მოვლის ნაცვლად მოიცალეს და ენერგია მიმართეს ქართველი კოლეგების შეურაცხოფის, დამცირების და ყოვლად უაზრო, მენტორული ტონით ჭკუის სწავლებისაკენ! თქვენ საქმეს მიხედეთ და დახმარება თუ არ შეგიძლიათ ელემენტარული ღირსება იქონიეთ , დროს მაინც ნუ აკარგვინებთ და ნერვებს მაინც ნუ უშლით ამ ადამიანებს!

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ  თენგიზ ცერცვაძემ პასუხი გასცა საფრანგეთში მომუშავე ექიმს, რევაზ ბოჭორიშვილს:


აქვე მინდა ვუპასუხო ბ-ნ რევაზ ბოჭორიშვილს, რომელიც იმედს იტოვებს, რომ ეს „სკანდალი არ ნიშნავს ჰიდროქსიქლოროქინის სრულ და საბოლოო რეაბილიტაციას“, ხოლო თავის 24 აპრილის პოსტში „სიმართლე ხომ მთავარია, არა?“ – აღწერს, თუ რამდენად წარმატებულია ყველა კომპონენტში საფრანგეთში COVID-19-ის კრიზისის მართვის პროცესი საქართველოსთან შედარებით და რომ საფრანგეთში ბატონი მაკრონი და სხვა პასუხისმგებელი პირები არ ამცირებენ ექიმებს თავისი უკიდურესად „რეგვენული მოთხოვნებით“.


ბატონო რევაზ! თქვენი ფრანგული პატრიოტიზმი და ქართული პოლიტიკური ორიენტაცია სავსებით გასაგებია, მაგრამ მაინც გვინდა მოკრძალებით შეგახსენოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფებში სიკვდილობა 1,6%-ია, ხოლო საფრანგეთში – 19% (ყველაზე მაღალი მსოფლიოში). საქართველოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე 3,3 COVID-19-ით გარდაცვლილია, ხოლო საფრანგეთში 440, ანუ 133-ჯერ მეტი. ხოლო რაც შეეხება „რეგვენებს“, სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ“,-აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები