დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ვგმობ ნიკა მელიაზე თავდასხმას - ეს არის განწირული რეჟიმის ფართხალი, რომელსაც დარჩა მხოლოდ ერთი არგუმენტი - ძალადობა“ 27.09.2020 23:42

ვგმობ ნიკა მელიაზე თავდასხმას, რომელიც დღეს განხორციელდა გლდანში, ეს არის განწირული რეჟიმის ფართხალი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"ვგმობ ნიკა მელიაზე თავდასხმას, რომელიც დღეს განხორციელდა გლდანში. ეს არის განწირული რეჟიმის ფართხალი, რომელსაც დარჩა მხოლოდ ერთი არგუმენტი - ძალადობა და დაშინება. არავის მათი არ ეშინია და მალე მათ გაეცემათ პასუხი, 31 ოქტომბერს და ქართველი ხალხი ნათლად ეტყვის დაშინებით, ძალადობით, ქართველი ხალხის მუხლებზე დაყენება არის შეუძლებელი! საქართველოში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე".

 

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერის, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, საარჩევნო შეხვედრაზე ქვები დაუშინეს. ის აღნიშნულს "ქართულ ოცნებას" უკავშირებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები