დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„ვიკრიბებით თურქეთში, შემოვდივართ სარფიდან!“ 29.11.2020 16:33

„ვიკრიბებით თურქეთში, შემოვდივართ სარფიდან!“ - სიგუას მოწოდება ქართველ ემიგრანტებს.

 

 

იხილეთ ვიდეო: 

 

გიორგი სიგუამ საქართველო პირველად ნაცმოძრაობის ხელისუფლების დროს დატოვა. იგი მიზეზად ძმები ახალაიების, გივი თარგამაძისა და ლადო ვარძელაშვილის მუქარას ასახელებდა. "მოვიდნენ უნივერსიტეტში და ლექტორებს უთხრეს, თუ გიული ალასანიას დაქალს, რუსუდან ლორთქიფანიძეს ხმას არ მისცემდნენ, ყველას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. ეს საქმე ამოწიონ და ერთ-ერთი მთავარი მოწმე ივქნები. მომკლავდნენ, აქედან რომ არ წავსულიყავი. გერმანიაში გავიქეცი თავის საშველად. ცოტა ხანს ნათესავის სახლში ვცხოვრობდი, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი ისტორიის მქონე პირისთვის იმ ქვეყანაში დარჩენა არ ივარგებდა, ამიტომ ჯობდა, ბელგიაში წავსულიყავი და პოლიტიკური თავშესაფარი მომეთხოვა. ასეც მოვიქეცი," - აღნიშნავდა გიორგი სოგუა "სარკესთან" ინტერვიუში. მისივე თქმით, ბელგიაში, ლტოლვილთა ბანაკში 2 წელი გაატარა, სადაც ყვავილებისა და მარწყვის ბაღში, ასევე რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა, სადაც 8 ევროს უხდიდნენ. ამის შემდეგ ის უკრაინაში წავიდა, თუმცა საცხოვრებელი ადგილი კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა.


გიორგი სიგუა საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიურად "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოჩნდა, როდესაც 2013 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ-ის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, მანამდე კი საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობდა. 2013 წელს გიორგი სიგუამ ტურიზმის ადმისტრაციის თანამდებობაზე ხელფასის სახით 30 620 ლარი მიიღო, თუმცა მომდევნო, 2014 წელს თანამდებობის სკანდალურად დატოვება მოუწია. კერძოდ, მას საზოგადოება "კაზანტიპის" ჩატარების გამო აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ ამ ტიპის გართობა "ქართულ ნორმაში არ ჯდება". გამოთქმული მოსაზრების ავტორს სიგუამ ჰქკითხა, ჰქონია თუ არა მას სექსი პლაჟზე, რასაც მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უმსგავსო საქციელი უწოდა და მოქალაქეს ბოდიში მოუხადა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი სიგუას თანამდებობა სწორედ ამ ფაქტის გამო დაატოვებინეს, თუმცა უწყების ცნობით, "თანამდებობისთვის შეუფერებელი ქმედების გამო მან გაფრთხილება არაერთხელ მიიღო." თავად გიორგი სიგუა მისი განთავისუფლების მიზეზად საქართველოში პროექტ KaZantip-ის ორგანიზებას ასახელებდა.


2015 წელს გიორგი სიგუამ მუშაობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ამ დროს მისი მაქსიმალური ანგარიში "საქართველოს ბანკში" 6 000 ლარი იყო, ნაღდი ფულის სახით კი 5 000 ლარს ფლობდა, თუმცა ეს თანამდებობაც დატოვა და საბოლოოდ, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, GEM Fest-ის ორგანიზება დაიწყო. ეს ფესიტავილიც თანხების გაფლანგვის გამო დაიხურა და სიგუა იძულებული გახდა ისევ დაეტოვებინა საქართველო. 

 

ბოლო სამი წელია, მას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა როგებში ვხედავთ, იგი ემიგრანტებს შორის აგროვებდა ყოფილი პრეზიდენტის დასახმარებლად თანხებს, თუმცა ბევრმა ემიგრანტმა მოგვიანებით, მას ბრალი დასდო თანხების მითვისებაში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები