დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

„კავკასუს ონლაინის“ 49% თვეებია კანონდარღვევითაა გასხვისებული და კომპანია კომისიის გადაწყვეტილებებს არა ასრულებს“ 24.09.2020 20:05

 

დეზინფორმაციის გავრცელებას თავი დაანებოს „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმაც და ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენლებმაც, რადგან კომუნიკაციების კომისია ბოლო სამი წელია ჩართულია ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში და მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო იყოს ევროპის და აზიის შემაერთებელი, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, კომუნიკაციების კომისია თავადაა დაინტერესებული ციფრული აბრეშუმის პროექტის განხორციელებით და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ბოლო წლებია აქტიურად მუშაობს.

„ბოლო სამი წელია ვმუშაობთ, რომ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი განხორციელდეს და ეს პროექტი შედგეს. ვმუშაობთ, რომ საქართველო ამ პროექტში ჩაერთოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და სწორედ საქართველოს და შავი ზღვის გავლით მოხდეს ევროპისა და აზრიის დაკავშირება ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში. ამიტომ, დაანებეთ თავი სიყალბის გავრცელებას, რომ თითქოს ჩვენ ვეწინააღმდეგებით ციფრული აბრეშუმის გზის პროექტს. რეალურად პირიქით არის ყველაფერი, ვინაიდან ჩვენი ინიცირებულია ციფრული ჰაბის პროექტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ინსტიტუტებთან ერთად, მათ შორის, გარკვეულ ეტაპებზე რეგიონის, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც იყვნენ ჩართული პროცესში. ჯერ-ჯერობით პროექტის განხორციელებას ბევრი აკლია, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ იდეა, ბევრად მეტია უკვე, ვინაიდან ბოლო სამი წელიწადია მე პირადად ჩართული და დაინტერესებული ვარ, რომ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი შედგეს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ მომავალშიც“, - განაცხადა კახა ბექაურმა.

 

 

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, სხდომაზე წარმოდგენილი იყო კომპანიის განაცხადი, „კავკასუს ონლაინის“ წილის 100%-ის აზერბაიჯანული კომპანია „ბაქსელის“ მიერ შეძენის წინასწარ თანხმობაზე, რომელიც კომისიამ განუხილველად დატოვა. ,,გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია „კავკასუს ონლაინის“ 49% თვეებია კანონდარღვევითაა გასხვისებული და კომპანია კომისიის გადაწყვეტილებებს თითქმის ერთი წელია არა ასრულებს, კომუნიკაციების კომისია კანონმდებლობის მიხედვით მოკლებულია შესაძლებლობას კანონდარღვევის პირობებში შეისწავლოს არსებითად მსგავსი ტრანზაქცია. კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ კომპანიის მხრიდან წინასწარი თანხმობის ახალი მოთხოვნა შესაძლებელია ჩაითვალოს უკანონოდ გასხვისებული წილის შებრუნებისთვის გარკვეულ ულტიმატუმად, რის გამოც, აღნიშნული მოთხოვნა კომისიამ განუხილველად დატოვა და კომპანიას კანონის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

ამავე სხდომაზე კახა ბექაურმა „კავკასუს ონლაინის“ იურისტს დაუსვა კითხვა, როგორ მოხდა, რომ კომპანიის მენეჯმენტი და მესაკუთრეები ყოველთვის იცავდნენ კანონს და მიმართავდნენ კომისიას წინასწარი თანხმობის მიღების თხოვნით, როგორც ამას კანონი ავალდებულებთ და მხოლოდ 49% წილის გასხვისების დროს დაარღვიეს კანონი, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს კომპანიის იურისტმა ვერ უპასუხა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები