დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„ლაღიძის წყლები" გახლავთ ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი პოპულარიზაცია - ბაკურ ბაკურაძე 13.06.2021 15:13

ცნობილი რეჟისორი და პროდიუსერი ბაკურ ბაკურაძე მთავრობას მიმართავს და საინტერესო წინადადებას სთავაზობს:

 

 

ვფიქრობ, უნდა ამუშავდეს, ან შემუშავდეს, როგორც არის, რაიმე სახელმწიფო პროგრამა, ან მოიძებნოს რაიმე ფორმა, რომ ყველგან, ყველა ქალაქში, უბანში, ქუჩაზე, გაიხსნას ბრენდირებული, სტილიზებული და თანამედროვე, მაღალი საერთაშორისო მარკეტინგული სტანდარტით შეფუთული

"ლაღიძის წყლები". ეს გახლავთ ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი პოპულარიზაცია. ვფიქრობ, დღეს უკვე აქვს ჩვენს სახელმწიფოს იმის საშუალება, რომ ეროვნულ პროდუქტს მოუაროს.

დარწმუნებული ვარ ამაზე უფიქრიათ, შეიძლება რაღაც პრობლემაც არის, ისიც გამიგია, რომ მალფუჭებადია და ვერ ხდება ბოთლებში ჩამოსხმა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, შიდა ბაზარი აბსოლუტურად ეყოფა "ლაღიძის წყლებს" იმისათვის, რომ მომგებიან ბიზნესად იქცეს.

არ არსებობს პრობლემა და დაბრკოლება, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია.

P.შ. ამ დილაუთენია რამ გამახსენა ლაღიძის წყალი და გამოვაღე მაცივარი და უცებ ისე მომინდა დამენახა ცივი გრაფინი სავსე შოკოლადი-ნაღებით. მარკეტების ქსელებში, ყველგან რომ იყოს პატარა დახლი სადაც ლაღიძეს ჩამოგისხამენ, დავიჯერო არ გაიყიდება?

არ მჯერა. ნაგავი იყიდება რეკლამით

საქართველოს მთავრობა

ირაკლი ღარიბაშვილი - იმედია მიიღებთ ამას როგორც იდეას, თხოვნას, მაგრამ უკვე დროა გადაჭრელდეს საქართველო ქართული, უნიკალური ბრენდებით!

ვფიქრობ უხერხული იქნება იმაზე საუბარი და ახსნა, თუ რა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს ამას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები