ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, დედას ემშვიდობება და საკუთარ გადაცემაში გასულ ინტერვიუს ნაწილს აქვეყნებს, სადაც დედა მის შესახებ საუბრობს:
"შენ ხარ ყველაზე დიდი ენერგია დე, რომელიც სულ ჩემთან ერთად იქნები. მადლობა ყველაფრისთვის და ბოდიში რომ ვერ გიშველე" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ჟურნალისტმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია დედის გარდაცვალების შესახებ: „ყველას გონია, რომ დედა, ყველაზე კარგი ჰყავს მთელ სამყაროში. ასე მგონია მეც. ხოდა მთელ სამყაროში, ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე. ვერ ვუშველე. 5 თვის წინ დაგვისვეს უმძიმესი დიაგნოზი. წავედით, წამოვედით. იტანჯა, იომა, ყველაფერი მოვასწარით ამ 5 თვეში. მე, დაობლებაც კი.“
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge