დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„ნინო ბურჯანაძის, შალვა ნათელაშვილის, გუბაზ სანიკიძის და ზოგიერთების გარდა, 26 მაისს და 7 ნოემბერს მებრძოლი პოლიტიკოსების უმრავლესობა ნაციონალების გვერდით არ დამდგარა“ 26.05.2020 21:16

ირინა ბათიაშვილის პოსტი:

 

ჩემთვის დღეს ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებული პოლიტიკური არჩევანი ყოვლად მიუღებელია, აღმაშფოთებელია და საერთოდ არ ვიზიარებ მის შეხედულებებს, მაგრამ ეს არ აკნინებს 26 მაისის დიად მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში! 2012 წელს დიდი გამარჯვება მოიპოვა ქართულმა ოცნებამ იმისდა მიუხედავად, რომ ზოგიერთი მისი მაშინდელი ლიდერი დღეს სამწუხაროდ დგას ნაციონალების გვერდით და რა ვქნათ ეხლა ამ გამარჯვებასაც ხაზი გადავუსვათ, იმიტომ რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა თავის ღირსებაზე უარი თქვა?? 26 მაისს და 26 მაისამდე სახალხო კრების ყველა ლიდერი ხალხთან ერთად იღებდა გადაწყვეტილებას და ბოლომდე იბრძოდა ამ დღეს და ამ ბრძოლის შედეგი იყო ზუსტად, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით საბოლოო გამარჯვება მოიპოვა ხალხმა. თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამბობდა იმას, რომ 2011 წლის 26 მაისს ხალხის ბოლომდე ბრძოლამ მის პოლიტიკაში შემოსვლის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია.

 

ეს არ იყო ბრძოლა ნინოსა და მიშას შორის! ეს იყო ბრძოლა ხალხსა და სისხლიან რეჟიმს შორის და გადაწყვეტილებას 26 მაისს თუ მანამდე იღებდა მთლიანად ლიდერები და ხალხი! და ეს დღე იყო დიდი სულისკვეთების დღე! ნაციონალებთან ერთად სამწუხაროდ დღეს ასევე, მოლაპარაკების მაგიდასთან 7 ნოემბრის აქციის ერთ-ერთი ლიდერები: ეკა ბესელია, გუბაზ სანიკიძე, თუ არ ვცდები დავით უსუფაშვილი, შალვა ნათელაშვილი სხედან და რა ვქნათ ეხლა ამიტომაც 7 ნოემბერი შევრაცხოთ არა სულისკვეთების არამედ პოლიტიკური სიბინძურის დღედ?? სირცხვილია ასე საუბარი! ასევეა, 26 მაისიც! იქ ნინო ბურჯანაძის გარდა უამრავი სხვა ლიდერები იყვენენ, ხალხთან ერთად იღებდნენ გადაწყვეტილებას და ბოლომდე იბრძოდნენ!

 

მე ცოტა თუ მეგულება ისეთი საამაყო ერის შვილები როგორებიც იყვნენ სახალხო კრების უმეტესობა ლიდერები: ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ელიზბარ ჯაველიძე, მამაჩემი, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი, გია ბურჯანაძე, გოგი ქავთარაძე, ნუკრი ქანთარია, ნინელი ჭანკვეტაძე, დიმა ჯაიანი და სხვები. ნინო ბურჯანაძის, შალვა ნათელაშვილის, გუბაზ სანიკიძის და ზოგიერთების გარდა 26 მაისს და 7 ნოემბერს მებრძოლი პოლიტიკოსების უმრავლესობა ნაციონალების გვერდით არ დამდგარა: არც ლევან გაჩეჩილაძე, არც გოგა ხაინდარავა, არც უცნობი (გია გაჩეჩილაძე), არც დავით მაღრაძე,არც ლევან გოგოჩაიშვილი, არც ჯაბა ჯიშკარიანი, არც გია კობახიძე, არც კობა დავითაშვილი და არც სხვა ბევრნი. ჩვენ დიდი ერი ვართ და ჩვენ ჩვენი ერის სულისკვეთების საამაყო დღეები მუდამ გვემახსოვრება!

 

გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები