დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში მომხდარი ავარიისას დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა 12.06.2021 18:48

კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის ეზოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა. როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა, კლინიკაში შეყვანილი 5 ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა. ამასთან, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა კიდევ ერთი ადამიანი.

„დაახლოებით 2 საათის წინ, ერთდროულად 5 ადამიანი იყო შემოყვანილი პოლიტრავმით, აქედან ერთი ადამიანი უმძიმესი პოლიტრავმით, გულის გაჩერებით, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით გარდაცვალა. 4 ადამიანზე ახლა მიდის აქტიური მუშაობა“,-აღნიშნავს რამიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ზოგიერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ზოგის კი საშუალო სიმძიმისაა.

ცნობისთვის, კრწანისის ქუჩაზე, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები