დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში მომხდარი ტრაგედიის დეტალები 12.06.2021 17:47

თვითმხილველები კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში მომხდარი ავარიის დეტალებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, სატვირთო ავტომობილი, რომელიც ქვა-ღორღით იყო დატვირთული, რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა, შედეგად 8 პირი დაშავდა, ერთი ადამიანი კი დაიღუპა.

„მაღაზიისკენ მივდიოდი, უცებ დავინახე, რომ სატვირთო ავტომობილი მოდიოდა, რომელიც თეთრ ავტომობილს დაეჯახა. ორივე გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან. ცეცხლი გაჩნდა. ამის შემდეგ 112-ში დავრეკე. ვერ ვიტყვი, რომ სატვირთო ავტომობილი ძალიან სწრაფად მოძრაობდა, ცდილობდა, რომ გაეჩერებინა მანქანა, მაგრამ დაღმართზე ეს ვერ შეძლო", განაცხადა თვითმხილველმა რიტა ტუაევმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიმდებარედ ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში სამშენებლო მასალით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გადავარდა და რამდენიმე მანქანა მოიყოლა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები