დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„პუტინის სასახლე - მსოფლიოს ყველაზე დიდი ქრთამის ისტორია“ - ალექსეი ნავალნის ფილმი 20.01.2021 00:49

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა” რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქონების შესახებ საგამოძიებო ფილმი გამოაქვეყნა: ვლადიმერ პუტინი შავი ზღვის სანაპიროზე 100 მილიარდი რუბლის ღირებულების სასახლეს ფლობს, რომლის მშენებლობა და შენახვა ორი სახელმწიფო კომპანიის „როსნეფტისა“ და „ტრანსნეფტის“ ხარჯზე ხდება. იდოკოპასის კონცხზე მდებარე შენობის ფართობი 17 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება. მიმდებარედ განთავსებულია ყინულის სასახლე, ეკლესია, ორანჟერეა, ზღვაზე გამავალი გვირაბი. შენობის თავზე არასაფრენი ზონაა. 

 

საგამოძიებო ფილმი „პუტინის სასახლე. მსოფლიოს ყველაზე დიდი ქრთამის ისტორია“ 19 იანვარს ალექსეი ნავალნის „იუთუბის“ არხზე გამოქვეყნდა და მას უკვე ექვს მილიონამდე ნახვა აქვს. 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები