დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„საბჭოთა კავშირიდან არანაირი გასვლა გათვალისწინებული არ ჰქონდა სტალინს, მაგრამ განხორციელდა ლენინის იდეა - ეს იყო ნელი მოქმედების ნაღმი“ 05.07.2020 16:47

რესპუბლიკების საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლება ნელი მოქმედების ნაღმი იყო, რუსეთმა თავიდან უნდა აიცილოს მსგავსი შეცდომები, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა ტელეარხ „რასია 1-ის“ ეთერში, გადაცემაში „მოსკოვი.კრემლი.პუტინი“. გადაცემაში კრემლის ლიდერს ჰკითხეს, წარსულის რომელი შეცდომების თავიდან აცილებას ისურვებდა. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საბჭოთა კონსტიტუციაში ჩადებული იყო ლენინური თეზისი საბჭოთა კავშირიდან რესპუბლიკების გასვლის უფლების შესახებ.

 

„ეს ყველაფერი გამომდინარეობდა ერის თვითგამორკვევის უფლების იდეიდან და ტრანსფორმირდა სახელმწიფოს მშენებლობაში ისე, რომ ერთიანი სახელმწიფოს-საბჭოთა კავშირის შექმნისას (არსებითად საუბარი იყო ისტორიული რუსეთის აღდგენაზე მის ძველ საზღვრებში) ხელახლა შექმნილ მოკავშირე რესპუბლიკებს ეძლეოდა კვლავ გასვლის უფლება. სხვათა შორის, სტალინი სხვა თვალსაზრისის მომხრე იყო. ის საუბრობდა ნაციონალური გაერთიანებების ავტონომიზაციის აუცილებლობაზე, რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკაში მათი ავტონომიის უფლებებით შესვლაზე და საბჭოთა კავშირიდან არანაირი გასვლა გათვალისწინებული არ იყო. საბოლოოდ განხორციელდა ლენინის იდეა და საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლება დაფიქსირდა 1922 წლის სამოკავშირეო შეთანხმებაში. შემდეგ ამ იდეებმა გადაინაცვლეს საბჭოთა პერიოდის კონსტიტუციიდან კონსტიტუციაში, თუმცა არ იყო გათვალისწინებული საბჭოთა კავშირიდან გასვლის პროცედურა. რა გამოვიდა – საბჭოთა კავშირის შექმნისას, 1922 წლის შეთანხმებაში გაწერილი იყო გასვლის უფლება, თუმცა ვინაიდან არ იყო გაწერილი გასვლის პროცედურა, ჩნდება კითხვა – თუ ესა თუ ის რესპუბლიკა შევიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, თუმცა მიიღო რუსული მიწის, ტრადიციული ისტორიული რუსული ტერიტორიის დიდი რაოდენობა, შემდეგ კი უცებ გადაწყვიტა ამ კავშირიდან გასვლა. მაშინ იმით მაინც გასულიყო, რითაც მოვიდა და არ წაეღო თან რუსი ხალხისგან საჩუქრები“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

 

„რაც შეეხება კავშირიდან თავისუფალ გასვლას, 1977 წლის კონსტიტუციაში და წინა კონსტიტუციებში გაწერილი იყო კომუნისტური პარტიის ექსკლუზიური, მონოპლური უფლება ძალაუფლებაზე. კომუნისტური პარტია იყო მთელი სახელმწიფო სისტემის ღერძი… არსებითად კომუნისტურმა პარტიამ საკუთარი ბედი, თავისი ჯგუფური ინტერესები მთელი ქვეყნის ინტერესებს დაუკავშირა. და როდესაც მან თავად, ყოველგვარი გარე დარტყმების გარეშე დაიწყო შიგნიდან დაშლა, მასთან ერთად დაიწყო დაშლა ქვეყანამაც. ეს აბსოლუტურად დაუშვებელია. სწორედ ეს არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც ჯერ კიდევ 1922 წელს საბჭოთა კავშირის შექმნისას ჩაიდო და შემდგომ ჩვენი ქვეყნის მომდევნო კონსტიტუციებში“, – განაცხადა პუტინმა. „რა თქმა უნდა, მსგავსი რამ ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. „მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ჩვენ სწორად ვიქცევით, რომ მოქმედი კონსტიტუციის შესწორებებს ვიღებთ. ისინი გაამყარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენი ქვეყნის მომავალი ათწლეულების შეუქცევადი განვითარების პირობებს შექმნის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 

რუსეთის პრეზიდნტთან ინტევრიუს ფრაგმენტი „რასია 1-ის“ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები