დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

„საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდებიან გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში ნატოს ქმედებებს გააძლიერებს“ 01.12.2020 21:17

„ქრონიკამ“ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ჯეიმს აპატურაიმ იმ თემებზე ისაუბრა, რაზეც ბრიუსელში ორდღიანი მინისტერიალის დროს, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები იმსჯელებენ. დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი შავი ზღვის უსაფრთხოებას და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაეთმობა.

 

„გამოვყოფ სამ მნიშვნელოვან და ფართოდ განსახილველ თემას. პირველი და უმთავრესია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება. ამ მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდებიან რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში ნატოს ქმედებებს გააძლიერებს. ეს რა თქმა უნდა მოიცავს წევრებისთვის სრულ იმპლემენტაციას კოლექტიური თავდაცვის, მაგრამ ასევე მეტ პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას საქართველოსთან და უკრაინასთან. მეორე თემა არის უსაფრთხოების თვალსაზრისით სიტუაცია რეგიონში. ჩვენ გვინდა მოვუსმინოთ მინისტრ ზალკალიანს და მის შეფასებას შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ , ამის შემადგენელი ნაწილია რა თქმა უნდა რუსეთის მხრიდან გაძლიერებული აგრესიული ნაბიჯები.ასევე, რაც მეზობლად მთიან ყარაბახში ხდება. როგორ უყურებს ამას მინისტრი და რას გავლენას ახდენს ეს საქართველოს უსაფრთხოებაზე. მესამე, ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებისთვის საინტერესო იქნება მოუსმინონ მინისტრს ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე, რეფორმების მიმდინარეობის პროგრესზე, არჩევნებზე, რომელსაც ყველა ინტერესით ინტერესით ადევნებს თვალს“, - განაცხადა აპატურაიმ.

 

მისივე თქმით, ალიანსი ძალიან აქტიურ და ინტენსიურ რეჟიმში თანამშრომლობს ქართულ მხარესთან იმ სფეროების გამოსაყოფად, სადაც მეტის გაკეთება შეიძლება. „საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი ძალიან დაინტერესებული იყო ამ საკითხით . რა უნდა გავაკეთოთ და რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად - აი, ეს მეტწილად უკავშირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ინფორმაციის გაცვლა, საქართველოს უნარის და შესაძლებლობების გაძლიერება სანაპირო თავდაცვის საკითხებში , რეფორმების მხარდაჭერა და ასევე სხვა მნიშვნელოვანი თემები.ძალიან ბევრი ახალი იდეაა. მხარდაჭერის დამატებითი ღონისძიებები აისახა ნატო -საქართველოს არსებით პაკეტში და ამასთან ერთად გადაწყვეტილებებს ვიღებთ ცალკე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის ცალკე , მაგრამ დიდწილად ინტეგრირებული არსებით პაკეტთან. ნატოს მინისტრები შეთანხმდებიან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად პაკეტზე“, - აღნიშნა აპატურაიმ.

 

 

დავით ზალკალიანი ვარშავაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები