დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„სამწუხაროდ, საქართველო რეგიონში პანდემიის ეპიცენტრი გახდა“ 22.09.2020 20:50

დავით ზარდიაშვილის პოსტი:

იმედი არ უნდა დავკარგოთ, მაგრამ ეპიდსიტუაცია დღითი დღე მძიმდება და სამწუხაროდ, საქართველო რეგიონში პანდემიის ეპიცენტრი გახდა. უკანასკნელი 24 საათის მონაცემებით, ახალ დაინფიცირებულთა რაოდენობით 1 მლნ მოსახლეზე გადაანგარიშებით ყველა მეზობელს ვასწრებთ და პირველ ადგილზე მყარად ვართ; არასახარბიელო მონაცემები ასეთია:
რუსეთი - 6 215 შემთხვევა; 1 მლნ-ზე - 42, 6;
საქართველო - 218 შემთხვევა; 1 მლნ-ზე - 57, 4;
სომხეთი - 115 შემთხვევა; 1 მლნ-ზე - 38, 3;
აზერბეიჯანი - 92 შემთხვევა; 1 მლნ-ზე - 9;
თურქეთი - 1743 შემთხვევა; 1 მლნ-ზე - 20, 6.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ვირუსი იმდენად საშიში არ არის, როგორც მარტში გვეგონა და კარანტინით შევაკავეთ, არც ისე იოლი გადასატანი იქნება, თუკი იგივე პიკი გველის წინ, რაც ჩვენს მეზობლებს. როგორც დინამიკა გვაჩვენებს მათ პიკი უკვე გადატანილი აქვთ, ჩვენ კი ახლა ვიწყებთ ამ საშინელ აღმართს. საუბედუროდ, გარდაცვლილებიც მოგვემატა და უკვე 22-ია. ღმერთმა გვაშოროს მათი გაზრდა და იქნებ სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მაინც როგორმე შევინარჩუნოთ. მინდა დაუჯერო ხელისუფლებასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ჯანდაცვის სისტემა მზად არის ამ მძიმე გამოწვევისთვის. თუმცა, ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტად მიპყრობს შფოთვა.
ღმერთო, გვიშველე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები