დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„საქართველოს ბანკი“ - სრულ კოორდინაციაში ვართ შსს-სთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად 21.10.2020 17:28

"საქართველოს ბანკი" ზუგდიდში ბანკის ფილიალზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც, "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ. როგორც ბანკში აცხადებენ, კოორდინაციაში არიან შსს-სთან და მათი მითითებების შესაბამისად მოქმედებენ.

 

"ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს",-აღნიშნულია "საქართველოს ბანკის" განცხადებაში.

 

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს დაესხნენ. შეიარაღებულ თავდამსხმელს 19 პირი ჰყავს მძევლად აყვანილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები