დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„საქართველო სწორედ სიფხიზლემ გადაარჩინა“ 02.06.2020 11:49

სომხურ პოპულარულ გამოცემა „ლრაგირ“-ში («Լրագիր») სათაურით „საქართველო სწორედ სიფხიზლემ გადაარჩინა“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ გაზეთ „ვრასტანის“ მთავარ რედაქტორ ვან ბაიბურთთან, რომელიც საუბრობს ორი მეზობელი ერის ისტორიული ურთიერთობის ტრადიციებზე, ურთიერთდახმარებაზე, კორონავირუსთან ბრძოლის მიმდინარეობაზე და ა.შ. (ესაუბრება ჟურნალისტი სირანუშ პაპიანი).

 

„შეიძლება ჩემი ნათქვამი სომხეთში ვინმეს ეწყინოს - რაში გვჭირდება ქართველების გამოცდილება და რჩევებიო, მაგრამ სომხეთს რომ საქართველოსთან ეთანამშრომლა და ამბიციები მოეთოკა, შედეგები სულ სხვაგვარაი იქნებოდა - „კოვიდ-19“-საგან სომხეთის მოსახლეობა ისე არ დაზარალდებოდა, როგორც დღეს არის. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ და თუ თანამშრომლობა სიკეთეს მოიტანს, მაშინ უნდა ვითანამშრომლოთ. საქართველო პირველივე დღეებიდანვე სომხეთისთვის მაგალითს წარმოადგენს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერევანში კარგი ეპიდემიოლოგები არ არიან - პირიქით, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სომხეთში უმაღლესი დონის სპეციალისტები მუშაობენ. ვფიქრობ, ჩვენ შორის ბარიერები არ უნდა იყოს, მით უმეტეს ისეთი, რომელიც გადაჭარბებულ თავმოყვარეობით არის გამოწვეული. სომხებმა და ქართველებმა ერთად უნდა გადალახონ საერთო სიძნელეები“, - ამბობს ვან ბაიბურთი ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლა გამჭვირვალედ მიმდინარეობს, არ ხდება სტატისტიკური მონაცემების არანაირი გაყალბება - „ქართული მასმედიის თავისუფლების დონე ისეთია, რომ ვერაფერს დამალავ“.

 

ვან ბაიბურთი საუბრობს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე „კოვიდ-19“-ის გავრცელების არეალის შეზღუდვის მიზნით, იგი აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ მიღებულმა მკაცრმა ზომებმა პოზიტიური შედეგბი გამოიღო: „ხელისუფლებამ მოსახლეობა დაარწმუნა, რომ აუცილებელია სიფხიზლის გამოჩენა, რომ კორონავირუსი საშიშია სიცოცხლისათვის: „ვფიქრობ, სწორედ ამან გადაარჩინა საქართველო, სწორედ ამიტომ არის საქართველოში დადებითი შედეგები, რაც სომხეთისთვისაც სასიხარულო უნდა იყოს“, - ამბობს ინტერვიუში გაზეთ „ვრასტანის“ მთავარი რედაქტორი.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.lragir.am/ru/2020/06/01/175246/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები