დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„სხვანაირად რომ ვერ გამაჩუმეს, ახლა სისხლის სამართლით უნდათ, გამაჩუმონ“ 27.09.2020 22:49

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სსოციალურ ქსელში ეხმაურება კანონპროექტს, რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება და წერს:  

მეგობრებო, ასეთი ამბავია:
პარლამენტში განიხილება კანონპროექტი (მე-3 მოსმენა იქნება უკვე), რომლითაც შემოდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სტანდარტი. ანუ მე, როგორც საბჭოს წევრი, თუ გავამჟღავნებ ინფორმაციას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების, დასაბუთების და კენჭისყრის შედეგების შესახებ, სისხლის სამართლის წესით დავისჯები. სხდომაზე გვრიტიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ პარლამენტს მან შესთავაზა ეს იდეა, იმიტომ რომ საბჭოს წევრია ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც ღიად საუბრობს. რა სირცხვილია გვრიტიშვილს რომ პარლამენტი უჯერებს. სხვანაირად რომ ვერ გამაჩუმეს, ახლა სისხლის სამართლით უნდათ, რომ გამაჩუმონ. ასე ჩუმად და მზაკვრულად ვერ მიიღებენ ახალ კანონს! ახლაც ამაზე ვმუშაობ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები