დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„უვიცი ავაზაკები ომში გვითრევენ და ჩვენ წავალთ ამ ომში, რათა დავიცვათ წესიერი ადამიანები!“ 04.07.2020 17:52

 

 

გელა ზედელაშვილის პოსტი:

 

ეს უკვე ნამეტანია!

მათ (უვიცმა ავაზაკებმა, ავანტიურისტებმა, მკვლელებმა, ჯალათებმა) უკვე გადაკვეთეს წითელი ხაზები! ისინი (სააკაშვილები, გვარამიები, მელაძეები, კუპრავები, კაპანაძეები და ათასი ჯურის წუპაკები) კადრულობენ ყველაფერს, ოღონდაც ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. მათ არასოდეს გააჩნდათ მორალი და ამიტომაც მოიშორა ქართველმა ხალხმა 2012-ში. რა დღეში ჩააგდეს ქვეყანა, ამაზე აღარაფერს ვიტყვი, ყველამ საკუთარ თავზე გამოსცადა. მობრუნება უნდათ ჯალათებს და ამიტომაც მიაქვთ იერიშები ღირებულ ადამიანებზე, წარმოუდგენელ სიბინძურეს უგონებენ ფასეულ ადამიანებს და ცდილობენ, მორალურად, ფსიქოლოგიურად გაანადგურონ. ამისთვის იყენებენ ყველაფერს და როგორც ხედავთ, „დავლურს“ უვლიან ფეხბურთელი ბიჭის, გიორგი შაქარაშვილის საფლავთან, საკბილოს ეძებენ... ჯერ იყო და ბერა ივანიშვილზე უნდოდათ შეეხოცათ ბინძური ხელები, დამნაშავეებს მფარველობსო, მაგრამ არ გამოუვიდათ, ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინო გიორგობიანს მიადგნენ, თურმე ფოტოგრაფი, რომელიც იმ ავბედითი დაბადების დღისთვის დაიქირავეს და რომელმაც თავს გაქცევით უშველა, მისი ნათესავი ყოფილა.

 

ჯერ ერთი, როგორც ამბობენ, იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია და მეორეც - რა, ნათესავი რომ ყოფილა, მერე რა, ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ გიორგობიანი უნდა გადადგეს? არა და არა, საქართველოში ნათესაობა არ არის დასჯადი, მით უმეტეს, როცა ის ნათესავი არ არის დამნაშავე და ითვლება დაზარალებულად! და მაინც... რამ დამაწერინა ეს წერილი? ნინო გიორგობიანის მდგომარეობამ დამაწერინა, რომელსაც მიადგნენ ავაზაკნი და მის გადადგომას ითხოვენ. არ გამოვა ეგ ამბავი, რადგან ეს ადამიანი არის ერთ-ერთი საუკეთესო არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში, არამედ ქართულ ჟურნალისტიკაშიც, საზოგადოებაშიც, სანაცნობოშიც და სამეგობროშიც. მე და ჩემნაირები კი თავს ვალდებულად ვთვლით, დავიცვათ ასეთი ადამიანები ავანტიურისტების თავდასხმებისგან! მე პირადად მზად ვარ, ნებისმიერ დროს საკუთარი სიცოცხლე ვანდო ნინო გიორგობიანს.

 

ჩვენ, ალბათ, ცოტა ადრე უნდა მიგვეხედა იმ ნაგავსაყრელისთვის, სადაც თაღლითი გვარამიები, მელაძეები, კუპრავები, კაპანაძეები და სხვები სხედან. არაუშავს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ჩვენ აუცილებლად მივხედავთ ბინძურთა კლასტერს და გავათავისუფლებთ ქვეყანას მათგან! დიახ, ჩვენ უვიცი ავაზაკები ომში გვითრევენ (უკვე მერამდენედ) და ჩვენ წავალთ ამ ომში, რათა დავიცვათ წესიერი ადამიანები!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები